სტუდენტების ინფორმირებულობის კვლევა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ
საკვანძო სიტყვები:
აივ ინფექცია/შიდსი, პრევენციაანოტაცია
შესავალი: აივ ინფექცია/შიდსი მსოფლიოში ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად მიიჩნევა. საქართველოში აივ ინფიცირების რაოდენობა მზარდია. მისი გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობის დონე. კვლევის მიზანია სტუდენტთა ინფორმირებულობის დონის შესწავლა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. მეთოდოლოგია: გამოყენებულ იქნა ჯვარედინი ანუ კროსსექციური კვლევის მეთოდი. რანდომული პრინციპით შერჩეული იქნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200 სტუდენტი, რომელთაც ჩაუტარდათ ონლაინ გამოკითხვა თვითადმინისტრირებადი ანონიმური კითხვარის გამოყენებით. შედეგები: კვლევისას გამოიკვეთა ისეთი ტენდენციები, როგორიცაა საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები და სტიგმა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს აქვთ სათანადო ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების, დაინფიცირების რისკების შესახებ, ხშირად არ მიმართავენ პრევენციულ ღონისძიებებს, დიაგნოსტიკურ ტესტირებას. რეკომენდაციები: საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდა აივ ინფექცია/შიდსის პრევენციული და დიაგნოსტიკური ღონისძიებების შესახებ.
წყაროები
ცერცვაძე, თბილისი, 2016წ. ბროშურა გამოიცა “აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პაციენტთა განათლება” პროექტის ხელშეწყობით.
https://aidscenter.ge/publications/book_aiv_shidsi_2016.pdf
გიორგი წოწკოლაური, სახელმძღვანელო – სოციალური მუშაობა აივ ინფექცია/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის მქონე პირებთან.
საინფორმაციო ვებგვერდი – „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.“ http://www.ncdc.ge/Category/Article/1226
საინფორმაციო პორტალი – „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“. https://aidscenter.ge/epidsit_world_geo.html
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. აივ ინფექცია/ შიდსის შემთხვევათა რაოდენობა
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2017 სალომე აბულაშვილი, მარი ჩხაიძე, მარიამ ხუროშვილი, ლიზი კიკნაძე
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .