ორსულთა პატრონაჟი პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
დედათა სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა, ორსულთა პატრონაჟიანოტაცია
შესავალი. კვლევის მიზანია ორსულთა პატრონაჟის თავისებურებების შესწავლა პოსტასაბჭოთა პერიოდის საქართველოში. მეთოდოლოგია. კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია თვისებრივი კვლევა, ე.წ. „კაბინეტური კვლევის“ მეთოდი (desk research): სტატიტიკური მონაცემების შეკრება, აღწერილობა, სისტემატიზაციია, შედარება, ანალიზი, ინტერპრეტაცია. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ინდიკატორების შესახებ მონაცემები აღებული იქნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან. შედეგები. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა, პერინატალური, ნეონატალური, ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობა შემცირდა. გაიზარდა გვიანი ნეონატალური სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობისა და ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობის შეფარდების სიხშირე. მიუხედავად იმისა რომ უკანასკნელ წლებში გაიზარდა სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა, კვლავ მნიშვნელოვანია დედათა პრევენტირებადი სიკვდილიანობა. ანტენატალური მოვლის პროგრამაში არ არის გათვალისწინენული პირის ღრუს ჯანმრთელობა და სტომატოლოგიური სერვისები. დასკვნა. გვიან ნეონატალური სიკვდილიანობის, პერინატალური სიკვდილიანობის მკვდრადშობადობის სიხშირის მაღალი მაჩვენებლები, დედათა სიკვდილიანობა, ჩასახვამდელ პერიოდში და ორსულობის დროს განვითარებული დაავადებების სტრუქტურა, ორსულობის ცუდი გამოსავალი მიუთითებს, რომ ანტენატალური მოვლის ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტს, ნაყოფისა და ორსულის რისკების გამოვლინება, პრევენცია და მკურნალობა არ არის ადექვატური.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
This journal provides immediate open access to its content on the principle that making research freely available to the public supports a greater global exchange of knowledge.
Articles published in the Health Policy, Economics and Sociology are licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) License. You are free to share and adapt the material for any purpose, even commercially, provided you give appropriate credit to the original author(s) and the source.
ჟურნალი უზრუნველყოფს დაუყოვნებელ ღია წვდომას მის შინაარსზე იმ პრინციპით, რომ კვლევის შედეგების საჯაროდ ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ცოდნის გლობალურ გაცვლას.
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ვრცელდება Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) ლიცენზიით. თქვენ უფლება გაქვთ გაავრცელოთ ან გამოიყენოთ მასალა ნებისმიერი (მათ შორის კომერციული) მიზნით, იმ პირობით, რომ მიუთითებთ ავტორ(ებ)ს და პირველწყაროს.








