ქრონიკული დაავადების გავლენა პაციენტებისა და მათი გარშემომყოფების ცხოვრებაზე
საკვანძო სიტყვები:
ადაპტაცია, პრევენცია, ქრონიკული დაავადებებიანოტაცია
შესავალი: დღესდღეობით ქრონიკული დაავადებების სიხშირე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ის გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. კვლევის მიზანს წამოადგენდა ქრონიკული დაავადების გავლენის შესწავლა დაავადებულების და მათი ახლობლების ცხოვრებაზე. მიზნის შესაბამისად დაისვა შემდეგი ამოცანები: 1. რამდენად ინფორმირებულები არიან დაავადებულები და გარშემომყოფები დაავადების შესახებ; 2. როგორ აღიქვამენ ისინი ავადმყოფობის სიმპტომებს; 3. რა გავლენას ახდენს დაავადება მათ ყოველდღიურ აქტივობებზე; 4. მკურნალობაზე მოტივირებულობის შესწავლა; 5. საზოგადოების მხრიდან მათი შეფასება. მეთოდოლოგია: კვლევის ფარგლებში ჩატარდა თხუთმეტი სიღრმისეული ინტერვიუ დაავადებულებთან და მათ ახლობლებთან. საკვლევ ინსტრუმენტს წარმოადგენდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ. შედეგები: კვლევამ შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა: დაავადების შესახებ ინფორმაციის მიღებისას ყალიბდება გაურკვევლობის გრძნობა, დაავადებასთან ადაპტაციის ეტაპზე კი გაურკვევლობას ცვლის გაკვირვება, მომავლის, იმ რეჟიმის შიში, რომლითაც დარჩენილი ცხოვრების გავლა მოუწევთ და სირცხვილის გრძნობა, რაც კომუნიკაციის ბარიერს წარმოადგენს. საზოგადოება მათდამი სტერეოტიპებით, ხშირად სიბრალულით არის განწყობილი. საბოლოოდ დაავადებულები ეგუებიან ცხოვრების ახალ წესს, უფრო მარტივად ვიდრე ახლობლები და მოტივაცია მკურნალობაზე მაღალია. მომავალზე ფიქრსა და დაგეგმვაში დაავადება არ წარმოადგენს დაბრკოლებას და ხედავენ საკუთარ თავს როგორც რეალიზებულ ადამიანს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
This journal provides immediate open access to its content on the principle that making research freely available to the public supports a greater global exchange of knowledge.
Articles published in the Health Policy, Economics and Sociology are licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) License. You are free to share and adapt the material for any purpose, even commercially, provided you give appropriate credit to the original author(s) and the source.
ჟურნალი უზრუნველყოფს დაუყოვნებელ ღია წვდომას მის შინაარსზე იმ პრინციპით, რომ კვლევის შედეგების საჯაროდ ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ცოდნის გლობალურ გაცვლას.
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ვრცელდება Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) ლიცენზიით. თქვენ უფლება გაქვთ გაავრცელოთ ან გამოიყენოთ მასალა ნებისმიერი (მათ შორის კომერციული) მიზნით, იმ პირობით, რომ მიუთითებთ ავტორ(ებ)ს და პირველწყაროს.








