ნარკოტიკის მომხმარებელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციართა ინფორმირებულობა და ქცევა
საკვანძო სიტყვები:
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაანოტაცია
კვლევის მიზანია საქართველოში 2015 წლიდან იმპლემენტირებული C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩართული კონკრეტული სარისკო ჯგუფის წარმომადგენელთა, კერძოდ ნარკოტიკის მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და ქცევითი პატერნების გამოვლენა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კვლევაში მონაწილე ყველა რესპონდენტი წარმოადგენს არასამთავრობო სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ბენეფიციარებს, შესაბამისად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებს იღებენ სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ბაზაზე. მეთოდოლოგია. კვლევა ჩატარდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. საწყის ეტაპზე, მეორეული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ნარკოტიკის მომხმარებელთა ზოგადი და დემოგრაფიული მაჩვენებლები, რამაც მოგვცა ინფორმაცია საკვლევი ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური ფონის შესახებ. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ ნარკოტიკის მომხმარებელ ბენეფიციარებს ძირითადად წარმოადგენენ საშუალო ასაკის დაუსაქმებელი მამაკაცები, რომლებიც ხასიათდებიან დაუცველი სქესობრივი კავშირებისა და ინექციური საშუალებების გაზიარების ქცევითი პატერნებით. ორგანიზაციაში ტესტირებაზე მისულ საერთო მაჩვენებელს შორის ანტისხეულების გამოვლენის პროცენტული წილი შეადგენს 26.3%, ხოლო კონფირმაციის ტესტის შედეგების მიხედვით, გამოვლენის მაჩვენებელი 42.6% - ით განისაზღვრა. თვისებრივი კვლევის ეტაპზე ჩატარებული სამი ფოკუსჯგუფის საფუძველზე კი გამოვლინდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი ბარიერები როგორც ზოგადი, ისე უშუალოდ ნარკომომხმარებელთა კონტექსტის გვათვალისწინებით. დასკვნა, რეკომენდაციები. გამოიკვეთა ოთხი ძირითადი პრობლება და რეკომენდაციები მათი გადაჭრის კუთხით: 1. ფინანსური ბარიერი - დიაგნოსტიკა უნდა იყოს უფასო; 2. გეოგრაფიული ბარიერი - საქართველოს მაშტაბით მინიმუმ რაიონულ ცენტრებში უნდა იყოს ერთი დაწესბულება, რომელიც იმუშავებს ერთი ფანჯრის პრინიპით; 3. საზოგადოების ინფორმირებულობა - იმ მითების დამსხვრევა, რომლებიც საფრხებს უქმნის ადამიანების ჩართვას პროგრამაში; 4. დეკრიმინალიზაცია - აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები მაღალი პრევალენტობის ჯგუფების სასარგებლოდ. რესპონდენტთა ამჟამინდელი ცოდნა ჰეპატიტის ვირუსის შესახებ დამაკმაყოფილებელია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ ეს ცოდნა შეიძინეს მხოლოდ საკუთარი სტატუსის გარკვევისა და პროგრამაში ჩართვის შემდეგ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
This journal provides immediate open access to its content on the principle that making research freely available to the public supports a greater global exchange of knowledge.
Articles published in the Health Policy, Economics and Sociology are licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) License. You are free to share and adapt the material for any purpose, even commercially, provided you give appropriate credit to the original author(s) and the source.
ჟურნალი უზრუნველყოფს დაუყოვნებელ ღია წვდომას მის შინაარსზე იმ პრინციპით, რომ კვლევის შედეგების საჯაროდ ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ცოდნის გლობალურ გაცვლას.
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ვრცელდება Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) ლიცენზიით. თქვენ უფლება გაქვთ გაავრცელოთ ან გამოიყენოთ მასალა ნებისმიერი (მათ შორის კომერციული) მიზნით, იმ პირობით, რომ მიუთითებთ ავტორ(ებ)ს და პირველწყაროს.








