გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალის კმაყოფილება (თბილისის და რუსთავის მაგალითზე)

ავტორები

  • მარიამ აბრამიშვილი
  • ნინო ჩხაბერიძე
  • ნატო ფიცხელაური
  • მაია კერესელიძე
  • ნინო ჩიხლაძე

საკვანძო სიტყვები:

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სამუშოთი კმაყოფილების დონე

ანოტაცია

შესავალი. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ორგანიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებისათვის. გადაუდებელი მდგომარეობების დროს სამსახურის ეფექტიან და გამართულ ფუნქციონირებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას: კოორდინირებული და დროული რეაგირება, შეზღუდულ დროში გადაწყვეტილების მიღება და ადექვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, არსებული რესურსების სწორად გადანაწილება, მოტივირებული ადამიანური რესურსი. ამ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, ცოდნა, უნარ-ჩვევები, ფსიქო-ემოციური სტაბილურობა და კმაყოფილების დონე. კვლევის მიზანი. კვლევის მიზანს წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
პერსონალის კმაყოფილების დონის შესწავლა საქართველოს ორ დიდი ქალაქის, თბილისისა და რუსთავის მაგალითზე. მეთოდოლოგია. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის აპრილ-ივნისში, სპეციალურად შედგენილი სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. რესპონდენტებად შერჩეულ იყვნენ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების თანამშრომლები თბილისსა და რუსთავში. შედეგები და დისკუსია. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა მრავალი ფაქტორი, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს პერსონალის მოტივაციაზე. ამ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია პერსონალის გადაძაბვა ზეგანაკვეთური სამუშაო საათებით, სტრესული გარემო, არასაკმარისი ანაზღაურება და სხვა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სისტემაში მომუშავე პერსონალის უმეტესობა უკმაყოფილოა სამსახურში არსებული სამუშაო გრაფიკითა და სისტემით, რაც გამოხატულია სამუშოს მოცულობისა და საპასუხისმგებლო სტრესული საქმის შეუსაბამობით მიღებულ სარგებელსა (გასამრჯელო) და დაფასებას შორის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-02-17

როგორ უნდა ციტირება

აბრამიშვილი მ., ჩხაბერიძე ნ., ფიცხელაური ნ., კერესელიძე მ., & ჩიხლაძე ნ. (2023). გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალის კმაყოფილება (თბილისის და რუსთავის მაგალითზე). ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6276

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები