მარკეტინგული კომპლექსის გავლენის შეფასება საქართველოში სამედიცინო დაწესებულების ხელახლა არჩევანზე

ავტორები

  • თენგიზ ვერულავა ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-8110-5485
  • ბორის ლეჟავა ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/healthecosoc.2025.09.01.12

საკვანძო სიტყვები:

სამედიცინო მომსახურების ხარისხი, პაციენტის კმაყოფილება, მარკეტინგული მიქსი

ანოტაცია

შესავალი: კონკურენციული გარემოს გამძაფრების პირობებში, საავადმყოფოები სულ უფრო მეტად იღებენ სხვადასხვა მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს, რაც მოიცავს მიმზიდველი რეკლამების შექმნას, უნიკალური სერვისების შეთავაზებას, მისაღები ფასების დაწესებასა და საზოგადოებისთვის მისაღები მომსახურებების პროცესის შექმნას. ეს მიდგომები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტების გადაწყვეტილებაში, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიდგომა არის მარკეტინგული კომპლექსის გამოყენება, რომელიც მოიცავს ისეთ მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ პროდუქტზე, ფასსზე, მიწოდება-ადგილმდებარეობაზე, პროცესსზე, გაყიდვების ხელშეწყობაზე, მომსახურე პერსონალზე და ფიზიკური გარემოზე. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს შეისწავლოს, ახდენს თუ არა მარკეტინგული კომპლექსის თითოეული კომპონენტი საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთა ხელახალი ვიზიტის გადაწყვეტილებაზე. მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის ჯვარედინი დიზაინის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა დროით მონაკვეთში პაციენტთა შეხედულებების შესწავლას. შედეგები: კვლევამ ცხადყო, რომ პაციენტების უმრავლესობა დადებითად აფასებს საავადმყოფოს მიერ გამოყენებულ მარკეტინგულ მიდგომებს, რაც დადებითად მოქმედებს მათ მზაობაზე მომავალშიც მიმართოს იმავე სამედიცინო დაწესებულებას. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია: შეთავაზებული სერვისების ხარისხი (მარკეტინგული კომპლექსის ცვლადი: პროდუქტი), სამედიცინო მომსახურების ღირებულება (მარკეტინგული კომპლექსის ცვალდი: ფასი), პერსონალის კომპეტენცია და დამოკიდებულება (მარკეტინგული კომპლექსის ცვალდი: მომსახურე პერსონალი), კლინიკის ადგილმდებარეობა (მარკეტინგული კომპლექსის ცვალდი: ადგილი), ფიზიკური გარემოს კომფორტი (მარკეტინგული კომპლექსის ცვალდი: ფიზიკური გარემო), სერვისების ორგანიზება (მარკეტინგული კომპლექსის ცვალდი: პროცესი) და მარკეტინგული კომუნიკაცია (მარკეტინგული კომპლექსის ცვალდი: გაყიდვების სტიმულირება). დასკვნა: კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ მარკეტინგული კომპლექსიკომპლექსის კომპონენტების ეფექტური გამოყენება პოზიტიურად მოქმედებს პაციენტთა კმაყოფილებაზე და ზრდის მათი ხელახალი ვიზიტის სურვილს სამედიცინო დაწესებულებაში.

წყაროები

• Alkazemi, M.F., Bayramzadeh, S., Alkhubaizi, N.B. and Alayoub, A. (2020). The physical environment and patient satisfaction ratings on social media: an exploratory study. Facilities, 38(1/2):86-97. https://doi.org/10.1108/F-11-2018-0138

• Arab, M., Tabatabaei, S.G., Rashidian, A., Forushani, A.R., Zarei, E. (2012). The Effect of Service Quality on Patient loyalty: a Study of Private Hospitals in Tehran, Iran. Iran J Public Health. 41(9):71-7.

• Budiman, C., Achmadi, H. (2023). The effect of marketing mix on patient satisfaction and their impact on patient loyalty in hospital inpatients. Jurnal Manajemen Kesehatan Indonesia, 11(1), 1-9.

• Huda, S., Yuliati, A. (2022). Analysis of the relationship of mix marketing with patient loyalty and satisfaction in hospital. Eduvest-Journal Of Universal Studies, 2(4), 630-635.

• El Garem, R.A.A., Fouad, A. and Mohamed, H. (2024), "Factors associated with patient loyalty in private healthcare sector in Egypt", Journal of Humanities and Applied Social Sciences, 6(2):181-206. https://doi.org/10.1108/JHASS-09-2023-0106

• Dian, I. Haeruddin, Asrina A. (2023). Pengaruh Bauran Pemasaran Terhadap Kepuasan Pelayanan dan Minat Berkunjung Kembali Pasien Umum Di Rawat Jalan RSUD Labuang Baji Makassar Tahun 2022. Journal of Muslim Community Health, 4(3):211-221

• Lai, K.P., Yuen, Y.Y. and Chong, S.C. (2020), "The effects of service quality and perceived price on revisit intention of patients: the Malaysian context", International Journal of Quality and Service Sciences, 12(4):541-558. https://doi.org/10.1108/IJQSS-02-2019-0013

• Nasution, F. Z., Yanti, N., Inayah, N. (2024). The Influence Of Marketing Mix On Customer Loyalty Using Smart IB Savings Products. Jurnal Manajemen Bisnis, 11(2), 918-932.

• Pervaiz, S., Javed, U., Rajput, A., Shafique, S. and Tasneem, R. (2024), "Examining how and why service quality fosters patients’ revisit intentions: evidence from Pakistan", International Journal of Pharmaceutical and Healthcare Marketing, 18(3):455-477. https://doi.org/10.1108/IJPHM-11-2021-0110

• Setiawati, K. R., & Lailiyah, S. (2023). Factors that Affecting Patient Loyalty in Hospital. Media Gizi Kesmas, 12(2):1041–1046. https://doi.org/10.20473/mgk.v12i2.2023.1041-1046.

• Utami Y, Widyowati A, Wardani R, Radono P. (2024). Analysis Marketing Mix On Revisit Interest Of Outpatient Patients At Ploso Hospital, Jombang. Journal of Hospital Management and Services, 6(2), 54–57. https://doi.org/10.30994/jhms.v6i2.101

• Yusron, A., Rohmah, N., Ningsih, R. (2025, April). The Influence of Marketing Mix (7P) on Patient Satisfaction in Hospitals: A Literature Review. In Mulawarman International Conference on Tropical Public Health, 1(1):1-9.

• Yıldırım, Y., Amarat, M. and Akbolat, M. (2022), "Effect of relationship marketing on hospital loyalty: the mediating role of patient satisfaction", International Journal of Pharmaceutical and Healthcare Marketing, 16(3):337-353. https://doi.org/10.1108/IJPHM-01-2021-0010

• Yuliantine, T., Indasah, I., Siyoto, S. (2018). Analysis of marketing mix characteristics of marketing factor 7P (Product, Price, Place, Promotion, People, Process, Physical Building) to patient satisfaction of inpatient patient hospital Muhammadiyah Ahmad Dahlan Kediri City. Journal for Quality in Public Health, 1(2):50-57.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-23

როგორ უნდა ციტირება

ვერულავა თ., & ლეჟავა ბ. (2025). მარკეტინგული კომპლექსის გავლენის შეფასება საქართველოში სამედიცინო დაწესებულების ხელახლა არჩევანზე . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 9(1). https://doi.org/10.52340/healthecosoc.2025.09.01.12

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.