შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებისა და ქალებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლა და შეფასება საქართველოში

ავტორები

  • ივლიანე სურმავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0007-4995-1180
  • ირინა ზარნაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-5511-437X

DOI:

https://doi.org/10.52340/healthecosoc.2025.09.02.07

საკვანძო სიტყვები:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომა, დისკრიმინაცია, გენდერული უთანასწორობა, ხელმისაწვდომობა, საქართველო

ანოტაცია

შესავალი. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ერთდროულად რამდენიმე სახის დისკრიმინაციას აწყდებიან — გენდერული, ფუნქციური მდგომარეობის და სოციალური დაუცველობის ნიშნით. მიუხედავად არსებული სამართლებრივი რეგულაციების და საერთაშორისო ვალდებულებებისა, მათთვის სამედიცინო სერვისებზე თანასწორი წვდომა მნიშვნელოვნად იზღუდება სისტემური დაბრკოლებებით, რომლებიც პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობით, დაბალი ინსტიტუციური სენსიტიურობითა და ჯანდაცვის პოლიტიკის პრაქტიკაში  განუხორციელებლობითაა გამოწვეული. განსაკუთრებული სირთულეები იკვეთება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიღებისას. წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს არსებული გამოწვევების დეტალურ ანალიზს და გამოყოფს ხარვეზს მარეგულირებელ ნორმებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების რეალურ, ყოველდღიურ სამედიცინო გამოცდილებებს შორის. მეთოდები. კვლევა განხორციელდა 2025 წლის თებერვალში და არის ჯვარედინი შესწავლის დიზაინზე დაფუძნებული საპილოტე კვლევა. მისი მიზანი იყო საქართველოში ფიზიკური ან სენსორული შეზღუდვის მქონე 50 ქალის (18-დან 65 წლამდე ასაკის) ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება. მონაწილეები შერჩეულნი იყვნენ მიზნობრივი მეთოდით, რეგიონული წარმომადგენლობის გათვალისწინებით. მონაცემების შეგროვება განხორციელდა სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით, რომლებიც ეხებოდა კლინიკური სივრცის ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, ტრანსპორტს, ფინანსურ რესურსებს, ჯანმრთელობის დაზღვევას და ექიმთან კომუნიკაციის ხარისხს. ინტერვიუები ჩატარდა როგორც პირადად, ისე სატელეფონო ფორმატით. კვლევის ფარგლებში დაცული იყო ეთიკური ნორმები. მიღებული მონაცემები დამუშავდა გაეროს, ჯანმოსა და UNFPA-ის შესაბამის საერთაშორისო ინდიკატორებთან შედარებით. შედეგები და განხილვა. კვლევამ დაადგინა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები საქართველოში ჯანდაცვის სერვისების მიღებისას აწყდებიან მრავალ ბარიერს. სირთულეები მოიცავს სამედიცინო დაწესებულებებში ფიზიკურ ბარიერებს, ტრანსპორტირების პრობლემებს და ფინანსურ ხელმისაწვდომობას. მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამედიცინო პერსონალის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება და დისკრიმინაციული ქცევები, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია რეპროდუქციული სერვისების მიღებისას. ინფორმაციის ნაკლებობა – განსაკუთრებით სახელმწიფო პროგრამების შესახებ – წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბარიერს, რომელიც ზრდის მოწყვლადობას და ამცირებს მონაწილეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კვლევამ აჩვენა , რომ ქალთა უმრავლესობა არ ფლობდა ინფორმაციას უფასო ან ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავდა მათ აქტიურ მონაწილეობას საკუთარი ჯანმრთელობის მართვაში. ამ კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემები არ შემოიფარგლება ინფრასტრუქტურული შეუსაბამობებით. ეს პრობლემა ფესვგადგმულია ღრმად ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებში, საზოგადოების დამოკიდებულებაში და ინსტიტუციურ გულგრილობაში. დასკვნა. წარმოდგენილი კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ხვდებიან რთულად გადასალახავ ბარიერებს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში: მათ შორის არის ფიზიკური ხელმისაწვდომობა, ფინანსური დაბრკოლებები, დისკრიმინაცია და ინფორმაციის დეფიციტი. ეს პრობლემები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ქმნის გადაუდებელ საჭიროებას, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს ინკლუზიური პოლიტიკის ჩამოყალიბება, სერვისების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება და სამედიცინო პერსონალის ტრენინგი. მხოლოდ ამგვარი კომპლექსური რეაგირებით იქნება შესაძლებელი ქალებისა და გოგონების უფლებების სრული დაცვა და ჯანდაცვის სისტემაში თანასწორი მონაწილეობა.

წყაროები

Centers for Disease Control and Prevention. (2022). Disability and health overview. https://www.cdc.gov/ncbddd/disabilityandhealth/disability.html

Disability Rights International. (2020). Abandoned & disappeared: Segregation and abuse of children and adults with disabilities in Georgia. https://www.driadvocacy.org

Elorduy, J. L., & Gento, Á. M. (2025). Accessibility of public transport for people with disabilities: A systematic literature review. Transport, 40(1), 74–93. https://doi.org/10.3846/transport.2025.23562

European Commission. (2021). Union of Equality: Strategy for the Rights of Persons with Disabilities 2021–2030. https://ec.europa.eu/social

European Disability Forum. (2019). Access to healthcare for persons with disabilities in Europe. https://www.edf-feph.org

Ganle, J. K., Baatiema, L., Quansah, R., & Danso-Appiah, A. (2020). Barriers facing persons with disability in accessing sexual and reproductive health services in sub-Saharan Africa: A systematic review. PLoS ONE, 15(10), e0238585. https://doi.org/10.1371/journal.pone.0238585

Law of Georgia on the Rights of Persons with Disabilities, No. 6531, Parliament of Georgia (2020).

Matin, B. K., Williamson, H. J., Karyani, A. K., Rezaei, S., Soofi, M., & Soltani, S. (2021). Barriers in access to healthcare for women with disabilities: a systematic review in qualitative studies. BMC Women S Health, 21(1). https://doi.org/10.1186/s12905-021-01189-5

Parish, S. L., & Huh, J. (2006). Health care for women with disabilities: Population‐based evidence of disparities. Health & Social Work, 31(1), 7–15. https://doi.org/10.1093/hsw/31.1.7

Office of the Public Defender of Georgia. (2022). The rights situation of women and girls with disabilities in Georgia. https://ombudsman.ge/res/docs/2022032319395428522.pdf

Saleeby, P. W., & Hunter-Jones, J. (2016). Identifying Barriers and Facilitators to Breast Health Services among Women with Disabilities. Social Work in Public Health, 31(4), 255–263. https://doi.org/10.1080/19371918.2015.1137509

UN Committee on the Rights of Persons with Disabilities. (2016). General comment No. 3 on women and girls with disabilities (CRPD/C/GC/3). https://www.ohchr.org/en/treaty-bodies/crpd/general-comments

UN Women. (2020). Women with disabilities in Eastern Europe and Central Asia. UN Women Regional Office for Europe and Central Asia. https://eca.unwomen.org

UN Women. (2021). Making healthcare services inclusive for women and girls with disabilities. UN Women Georgia. Retrieved from https://georgia.unwomen.org

UNFPA Georgia. (2021). Situation Analysis of the Rights of People with Disabilities in Georgia. United Nations Population Fund Georgia. Retrieved from https://georgia.unfpa.org/en

UNFPA Eastern Europe and Central Asia. (2021). Integrating the rights and needs of women and young persons with disabilities into sexual and reproductive health services. United Nations Population Fund Eastern Europe and Central Asia. Retrieved from https://eeca.unfpa.org

UNDP Georgia (2021). Situation analysis of the rights of people with disabilities in Georgia. United Nations Development Programme. Retrieved from https://www.undp.org/georgia

UNICEF. (2013). The State of the World’s Children 2013: Children with disabilities. United Nations Children’s Fund. https://www.unicef.org.uk/publications/sowc-report-2013-children-with-disabilities/

World Bank. (2013). Inclusion matters: The foundation for shared prosperity. World Bank. https://openknowledge.worldbank.org/handle/10986/16195

WHO. (2011). World report on disability. World Health Organization https://www.who.int/teams/noncommunicable-diseases/sensory-functions-disability-and-rehabilitation/world-report-on-disability

WHO. (2022). Disability and health. World Health Organization. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/disability-and-health

WHO – Europe. (2022). The WHO European framework for action to achieve the highest attainable standard of health for persons with disabilities 2022–2030. World Health Organization, Regional Office for Europe. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2666776222002514

WHO. (2023). World health statistics 2023: Monitoring health for the SDGs.World Health Organization. https://www.who.int/publications/i/item/9789240074323

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-04

როგორ უნდა ციტირება

სურმავა ი., & ზარნაძე ი. (2025). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებისა და ქალებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლა და შეფასება საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 9(2). https://doi.org/10.52340/healthecosoc.2025.09.02.07

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.