ბავშვთა კვების პროდუქტების შერჩევა: ნდობა, ღირებულების აღქმა და ყიდვის ქცევა

ავტორები

  • გიორგი მამნიაშვილი ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0008-9764-078X

საკვანძო სიტყვები:

ჩვილის კვება, მომხმარებელთა ნდობა, ღირებულების კომუნიკაცია

ანოტაცია

შესავალი: გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროს ფოკუსი კეთდება ღირებულებების კომუნიკაციაზე, ნდობაზე და შესყიდვის ქცევაზე. კვლევის მიზანია შეისწავლოს ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების არჩევისას მშობლების გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მამოტივირებელი ფაქტორები. მეთოდები: კვლევის პროცესისას გამოყენებულ იქნა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები, რომელთა ფარგლებში ჩატარდა დედებისა და პედიატრების სიღრმისეული ინტერვიუები. შედეგები: კვლევამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პედიატრები (51%) არიან ყველაზე სანდო ინფლუენსერები, ხოლო სოციალურ მედიას და მაღაზიების კონსულტანტებს ყველაზე ნაკლებად ენდობიან (34%). რესპონდენტთა 97% აღნიშნავს, რომ კითხულობს პროდუქტის შემადგენლობას და ყურადღებას აქცევს ინგრედიენტებს ეტიკეტზე. გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროს უპირატესობა ენიჭება გერმანულ პროდუქტს (37%), ყველაზე დაბალი მოთხოვნა უკრაინაში წარმოებულ პროდუქტებზეა (45%). შემადგენლობისა და ფასის მიხედვით იკვეთება პოპულარული ბრენდები, როგორიცაა Nutrilak და Vinni. ბრენდის ჩანაცვლების უმეტეს შემთხვევებში (57%) ძირითადი მიზეზი ჩვილის ალერგიული რექციაა. დასკვნა: პროფესიონალების მიერ გაწეული რეკომენდაციები და შემადგენლობის გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანსი ფაქტორებია გადაწყვეილების მიღების პროცესში. დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში წარმოებული პროდუქციის ხარისხი აღიქმება როგორც ეტალონი იქ არსებული წარმოების პროცესის მაღალი მოთხოვნებისა და ხარისხის კონტროლის მკაცრი მონიტორინგის გამო.

წყაროები

Bernard, H. (1994). Research Methods in Anthropology: Qualitative and Quantitative Approaches. Sage Publications.

Boak, R., Virgo‐Milton, M., Hoare, A., De Silva, A., Gibbs, L., Gold, L., & Waters, E. (2016). Choosing foods for infants: a qualitative study of the factors that influence mothers. Child: care, health and development, 42(3), 359-369.

Bodgan, R. C. & Biklen, S. K. (1992). Qualitative Research in Education: An Introduction to Theory and Methods. Allyn & Bacon

Creswell, J. W. (2003). Research Design: Qualitative, Quantitative, and Mixed Methods Approaches. Sage Publications

Howe, C. (2002). How to Research, 2nd edition by Loraine Blaxter, Christina Hughes & Malcolm Tight, Open University Press

Knafl, M. A., & Breitmayer, B. J. (1989). Triangulation in the Qualitative Research: Issues of Conceptual Clarity and Purpose. Aspen Publishers

Michael Q. P. (2002). Qualitative Research & Evaluation Methods. SAGE Publications

Neuman, L.W. (2005). Social Research Methods: Qualitative and Quantitative Approaches (6th Edition). Allyn & Bacon.

Roess, A. A., Jacquier, E. F., Catellier, D. J., Carvalho, R., Lutes, A. C., Anater, A. S., & Dietz, W. H. (2018). Food Consumption Patterns of Infants and Toddlers: Findings from the Feeding Infants and Toddlers Study. The Journal of Nutrition, volume 148, pages: 1525S-1535S.

Schreier, M. (2012). Qualitative Content Analysis in Practice, SAGE Publications.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-25

როგორ უნდა ციტირება

მამნიაშვილი გ. (2024). ბავშვთა კვების პროდუქტების შერჩევა: ნდობა, ღირებულების აღქმა და ყიდვის ქცევა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 8(2). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/8234