ნდობის კრიზისი ციფრულ ეპოქაში: სამოქალაქო ჩართულობის პოტენციალი და შეზღუდვები საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
დემოკრატიზაცია, დეზინფორმაცია, პოლიტიკური ნდობა, სამოქალაქო ჩართულობა, ციფრული დემოკრატიაანოტაცია
შესავალი: კვლევის მიზანია სამოქალაქო ჩართულობასა და პოლიტიკურ ნდობაზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენის კომპლექსური ანალიზი თანამედროვე საქართველოში. პრობლემის არსი ციფრული დემოკრატიის პარადოქსში ვლინდება: მიუხედავად ონლაინ აქტივიზმისა და ციფრული ჩართულობის მზარდი ტენდენციისა, ინსტიტუციური ნდობის დონე კვლავაც დაბალია. აღნიშნული წინააღმდეგობა განპირობებულია როგორც საბჭოთა მემკვიდრეობით, ისე პოლიტიზებული მედიაგარემოთი, დეზინფორმაციის გავრცელებითა და აგრესიული რიტორიკის დომინირებით, რაც ხელს უწყობს მოქალაქეთა ნიჰილიზმსა და აპათიის გაღრმავებას. კვლევის ამოცანაა, ციფრული პლატფორმების როლის შესწავლა პოლიტიკური პროცესების დეგრადაციის კონტექსტში. მეთოდოლოგია: კვლევა ეფუძნება ტრიანგულაციურ დიზაინს, რომელიც აერთიანებს რაოდენობრივ და თვისებრივ მიდგომებს. გამოყენებულია რეტროსპექტიული დოკუმენტური ანალიზი (2010–2024 წლების კვლევების საფუძველზე), რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი (CRRC, NDI), ექვსი თვისებრივი ინტერვიუ სამოქალაქო სექტორისა და მედიის ექსპერტებთან, ასევე სოციალური მედიის კონტენტ-ანალიზი. ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს 2020 წლის შემდგომ პერიოდს, რომელიც ხასიათდება ციფრული პოლიტიკის ინტენსიფიკაციით. შედეგები: ცხადყოფს, რომ ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამოქალაქო თვითგამოხატვასა და ინფორმირებულობის ზრდას, თუმცა ეს აქტივობა ვერ გარდაიქმნება მდგრად და სტრუქტურულ ჩართულობად. სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელება, საინფორმაციო გარემოს ფრაგმენტაცია და პოლარიზებული რიტორიკა არსებითად ამძიმებს საზოგადოებრივ დისკურსს და ამცირებს პოლიტიკური ნდობის დონეს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ციფრული სივრცის გაფართოების მიუხედავად, ინსტიტუციური ნდობა კვლავაც დაბალია, რაც განაპირობებს პოლიტიკურ პასიურობას. ეს დინამიკა ადასტურებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი თავისთავად არ უზრუნველყოფს დემოკრატიის გაძლიერებას. ციფრული აქტივიზმი საფრთხის წინაშე დგება, როდესაც ის კარგავს კავშირს ინსტიტუციურ ნდობასთან. დასკვნა: ციფრული დემოკრატია საქართველოში ფუნქციონირებს წინააღმდეგობრივი ველის პირობებში. სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობის გაფართოება, არამედ მედიაწიგნიერების ამაღლება, ინსტიტუციური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდა. მოცემული პარადოქსის გადაჭრა მოითხოვს ინტერდისციპლინურ და ინოვაციურ კვლევით მიდგომებს.
წყაროები
CRRC საქართველო. (2022). მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები და ციფრული ჩართულობის კვლევები საქართველოში.
CRRC საქართველო. CRRC საქართველო. (2023). მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები და ციფრული ჩართულობის კვლევები საქართველოში. CRRC საქართველო.
CTC – ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი. (2022). ციფრული ტრანსფორმაცია და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში. CTC.
Georgia’s Civic Education Association. (2022). ციფრული სამოქალაქო ინიციატივები საქართველოში.
ISFED – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო საზოგადოება. (2022). სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. ISFED.
NDI – ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი. (2020–2023). საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევა. NDI.
NDI – ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი. (2023). საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევა. NDI.
National Statistics Office of Georgia. (2022). ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
Social Justice Center. (2022). დემოკრატიული მონაწილეობა და პოლიტიკური ნდობა საქართველოში. Social Justice Center.
Transparency International Georgia. (2023). ანგარიში დეზინფორმაციისა და მედია-გარემოს შესახებ.
თბილისის პოლიტიკის კვლევის ცენტრი. (2024). პოლიტიკური პარტიების ციფრული კომუნიკაციის ანალიზი.
Allcott, H., & Gentzkow, M. (2017). Social media and fake news in the 2016 election. Journal of Economic Perspectives, 31(2), 211–236. https://doi.org/10.1257/jep.31.2.211
Bawden, D., & Robinson, L. (2009). The dark side of information: Overload, anxiety and other paradoxes and pathologies. Journal of Information Science, 35(2), 180–191. https://doi.org/10.1177/0165551508095781
Benkler, Y., Faris, R., & Roberts, H. (2018). Network propaganda: Manipulation, disinformation, and radicalization in American politics. Oxford University Press. Bennett, W. L., & Segerberg, A. (2012). The logic of connective action: Digital media and the personalization of contentious politics. Journal of Communication, 62(5), 739–768. https://doi.org/10.1111/j.1460-2466.2012.01631.x
Castells, M. (2011). The rise of the network society (2nd ed.). Wiley-Blackwell.
Coleman, S., & Blumler, J. G. (2019). The internet and democratic citizenship: Theory, practice and policy. Cambridge University Press.
Creswell, J. W., & Plano Clark, V. L. (2011). Designing and conducting mixed methods research (2nd ed.). SAGE Publications.
Dahl, R. A. (1989). Democracy and its critics. Yale University Press.
Dalberg, T. (2015). The global impact of digital democracy. Dalberg.
Diamond, L., & Plattner, M. F. (Eds.). (2016). Democracy in decline? Johns Hopkins University Press. Freedom House. (2022). Freedom on the net 2022. https://freedomhouse.org [უკანასკნელი გადამოწმება: 05.08.2025].
Freedom House. (2023). Freedom on the net 2023. https://freedomhouse.org [უკანასკნელი გადამოწმება: 05.08.2025].
Freedom House. (2023). Nations in transit 2023: Georgia country report. https://freedomhouse.org [უკანასკნელი გადამოწმება: 05.08.2025].
Jenkins, H., Ford, S., & Green, J. (2016). Spreadable media: Creating value and meaning in a networked culture. New York University Press.
Levi, M., & Stoker, L. (2000). Political trust and trustworthiness. Annual Review of Political Science, 3, 475–507. https://doi.org/10.1146/annurev.polisci.3.1.475
Loader, B. D., & Mercea, D. (Eds.). (2011). Social media and democracy: Innovations in participatory politics. Routledge.
McQuail, D. (2010). McQuail’s mass communication theory (6th ed.). SAGE Publications.
Mitchell, A., Jurkowitz, M., Oliphant, J. B., & Shearer, E. (2020). Americans who mainly get their news on social media are less engaged, less knowledgeable. Pew Research Center. https://www.pewresearch.org [უკანასკნელი გადამოწმება: 05.08.2025].
Morozov, E. (2011). The net delusion: The dark side of internet freedom. PublicAffairs. Morozov, E. (2013). To save everything, click here: The folly of technological solutionism. PublicAffairs.
Napoli, P. M. (2019). Social media and the public interest: Media regulation in the disinformation age. Columbia University Press. Newton, K. (2001). Trust, social capital, civil society, and democracy. International Political Science Review, 22(2), 201–214. https://doi.org/10.1177/0192512101222004
Norris, P. (2011). Democratic deficit: Critical citizens revisited. Cambridge University Press. Pew Research Center. (2022). Social media and politics: A global perspective. https://www.pewresearch.org [უკანასკნელი გადამოწმება: 03.06.2025].
Sunstein, C. R. (2018). #Republic: Divided democracy in the age of social media. Princeton University Press.
Tufekci, Z. (2017). Twitter and tear gas: The power and fragility of networked protest. Yale University Press.
Vaccari, C., & Chadwick, A. (2020). The challenge of online political misinformation in established democracies. The International Journal of Press/Politics, 25(3), 517–538. https://doi.org/10.1177/1940161219900126
Wardle, C., & Derakhshan, H. (2017). Information disorder: Toward an interdisciplinary framework for research and policymaking. Council of Europe. https://rm.coe.int/information-disorder-report/1680764666 [უკანასკნელი გადამოწმება: 05.07.2025].
Zuboff, S. (2019). The age of surveillance capitalism: The fight for a human future at the new frontier of power. PublicAffairs.