სამედიცინო განათლება კოვიდ-19 პანდემიის დროს: საერთაშორისო სტუდენტების ელექტრონული სწავლებით კმაყოფილება

ავტორები

  • ნინო ჩიხლაძე
  • ირმა გრძელიძე
  • ქრისტინე ჩიხლაძე
  • მაია ბიწკინაშვილი

საკვანძო სიტყვები:

სამედიცინო განათლება, სტუდენტთა კმაყოფილება, კოვიდ-19 პანდემია, ელექტრონული სწავლება

ანოტაცია

შესავალი. კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს სამედიცინო განათლება და ჯანდაცვის სისტემები მთელს მსოფლიოში უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა. საქართველოში კოვიდ-19 ეპიდემიის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2020 წლის 26 თებერვალს. 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ქვეყნის ყველა უმაღლეს დაწესებულებაში, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება წარიმართა დისტანციურ რეჟიმში. კვლევის მიზანი. კვლევის მიზანს წარმოადგენს თსუ მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო სტუდენტების ელექტრონული სწავლებით კმაყოფილების შესწავლა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზების გამოვლენა. მეთოდოლოგია. გამოკითხვის ჩასატარებლად გამოყენებული იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. გამოკითხვა ჩატარდა 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში. შედეგები და დისკუსია. კვლევის შედეგად გამოვლინდა საერთაშორისო სტუდენტების კმაყოფილების დონე და მათი საჭიროებები, შემუშავდა სათანადო რეკომენდაციები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-10-13

როგორ უნდა ციტირება

ჩიხლაძე ნ., გრძელიძე ი., ჩიხლაძე ქ., & ბიწკინაშვილი მ. (2021). სამედიცინო განათლება კოვიდ-19 პანდემიის დროს: საერთაშორისო სტუდენტების ელექტრონული სწავლებით კმაყოფილება. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6278

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები