ქრონიკული დაავადების გავლენა პაციენტებისა და მათი გარშემომყოფების ცხოვრებაზე

ავტორები

  • ეკატერინე სულთანიშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ადაპტაცია, პრევენცია, ქრონიკული დაავადებები

ანოტაცია

შესავალი: დღესდღეობით ქრონიკული დაავადებების სიხშირე  აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ის გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. კვლევის მიზანს წამოადგენდა ქრონიკული დაავადების გავლენის შესწავლა დაავადებულების და მათი ახლობლების ცხოვრებაზე. მიზნის შესაბამისად დაისვა შემდეგი ამოცანები: 1. რამდენად ინფორმირებულები არიან დაავადებულები და გარშემომყოფები დაავადების შესახებ; 2. როგორ აღიქვამენ ისინი ავადმყოფობის სიმპტომებს;  3. რა გავლენას ახდენს დაავადება მათ ყოველდღიურ აქტივობებზე; 4. მკურნალობაზე მოტივირებულობის შესწავლა; 5. საზოგადოების მხრიდან მათი შეფასება. მეთოდოლოგია: კვლევის ფარგლებში ჩატარდა თხუთმეტი სიღრმისეული ინტერვიუ დაავადებულებთან და მათ ახლობლებთან. საკვლევ ინსტრუმენტს წარმოადგენდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ. შედეგები: კვლევამ   შემდეგი  ძირითადი   მიგნებები   გამოავლინა: დაავადების შესახებ ინფორმაციის მიღებისას ყალიბდება გაურკვევლობის გრძნობა, დაავადებასთან ადაპტაციის ეტაპზე კი გაურკვევლობას ცვლის გაკვირვება, მომავლის, იმ რეჟიმის შიში, რომლითაც დარჩენილი ცხოვრების გავლა მოუწევთ და სირცხვილის გრძნობა, რაც კომუნიკაციის ბარიერს წარმოადგენს. საზოგადოება მათდამი სტერეოტიპებით, ხშირად სიბრალულით  არის განწყობილი. საბოლოოდ დაავადებულები ეგუებიან ცხოვრების ახალ წესს, უფრო მარტივად ვიდრე ახლობლები და მოტივაცია მკურნალობაზე  მაღალია. მომავალზე ფიქრსა და დაგეგმვაში დაავადება არ წარმოადგენს დაბრკოლებას და  ხედავენ საკუთარ თავს როგორც რეალიზებულ ადამიანს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-02

როგორ უნდა ციტირება

სულთანიშვილი ე. (2019). ქრონიკული დაავადების გავლენა პაციენტებისა და მათი გარშემომყოფების ცხოვრებაზე. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6509

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა