ეთნიკური უმცირესობები და COVID-19
საკვანძო სიტყვები:
ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სოციალური მუშაობა, ეთნიკური უმცირესობები, COVID-19ანოტაცია
ჯანმრთელობაზე ზრუნვის უთანასწორობას ეთნიკურ უმცირესობებში მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის შეზღუდული სოციალური მხარდაჭერა, მწირი ცნობიერება ჯანდაცვის სისტემებზე, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევები და ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. ზრუნვაზე ხელმისაწვდომობა და ენობრივი ბარიერები არის მთავარი პრობლემა, რადგან ეთნიკურ უმცირესობებს ხშირად მნიშვნელოვან საკითხებზე ნაკლებად აწვდიან ინფორმაციას მშობლიურ ენაზე, შესაბამისად ისინი რჩებიან ინფორმაციულ ვაკუუმში, რაც ხდება მათი ზოგადი მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. ნაშრომში განხილულია ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა COVID-19-ის დროს, თუ რა გააკეთეს ქვეყნებმა ეთნიკური უმცირესობებისათვის საჭირო ინფორმაციის დეტალურად მიწოდებისათვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, რამდენად მოხერხდა ამ თემებისათვის სრულფასოვანი დახმარების გაწევა. მათ შორის, განხილულია საქართველოში არსებული ვითარება, თუ რა გაკეთდა ეთნიკური უმცირესობებისათვის და რა რეკომენდაციების გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი. გამოკვეთილია სოციალური მუშაობის როლი პანდემიის დროს ეთნიკური უმცირესობებისათვის სრულფასოვანი ცხოვრების ტემპის შენარჩუნებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მხრივ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .