ყბა-სახის ქირურგიულ სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის შეფასება საქართველოში

ავტორები

  • ალეკო სოფრომაძე მედიცინის ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნატა ყაზახაშვილი მედიცინის ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-9795-4078
  • ნიკა სოხაძე მედიცინის ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/healthecosoc.2025.09.02.09

საკვანძო სიტყვები:

სამედიცინო ხარისხი, პაციენტთა კმაყოფილება, ხელმისაწვდომობა, ყბა-სახის ქირურგიული სერვისები,

ანოტაცია

შესავალი: ყბა-სახის ქირურგიული სერვისები მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის, ასევე რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაში. საქართველოში სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის პაციენტებისთვის. მეთოდოლოგია: ჩატარდა რაოდენობრივი ანალიზი, რომელიც ეფუძნებოდა ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პაციენტების ინტერვიუებს, ასევე არსებული სტატისტიკური მონაცემების შესწავლას. კვლევის მიზანი იყო სერვისების ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შედეგები: კვლევამ აჩვენა, რომ სერვისებზე წვდომა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. მოსახლეობის უკმაყოფილება უკავშირდება ფინანსურ ბარიერებს, კვალიფიციური სპეციალისტების სიმცირეს, მოძველებულ ტექნოლოგიებსა და მომსახურების არასათანადო ხარისხს. ყველაზე კრიტიკული სიტუაცია დაფიქსირდა გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, მაშინ როცა შედარებით უკეთესი მდგომარეობა შეინიშნება თბილისსა და იმერეთში. რეგიონული დისბალანსის გამო ხშირია პაციენტების სხვა რეგიონებში გადამისამართება. დისკუსია: მიღებული მიგნებები მიუთითებს, რომ რეგიონული უთანასწორობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტთა კმაყოფილებასა და მომსახურების ეფექტიანობაზე. ტურისტულ ზონებში მოთხოვნის ზრდა კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობას. დასკვნა: ყბა-სახის ქირურგიული სერვისების გაუმჯობესებისთვის საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სპეციალისტთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და რეგიონებში თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ასევე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას. 

წყაროები

ჯაფარიძე ი., კალანდაძე ლ. ყბა-სახის ქირურგიის განვითარება საქართველოში. საქართველოს სამედიცინო ჟურნალი. 2015;12(3):41-47.

ბოჭორიშვილი თ., მაღლაკელიძე გ. ჯანდაცვის სისტემის რეფორმები და სპეციალიზებული ქირურგიის ხელმისაწვდომობა საქართველოში. ჯანდაცვა და საზოგადოება. 2019;7(1):23-30.

ჯავახიშვილი ნ. საქართველოში ყბა-სახის ტრავმატიზმის ეპიდემიოლოგიური ანალიზი. სტომატოლოგია. 2021;13(2):11–18.

ჩიგოგიძე ი. სტომატოლოგიური სერვისების ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში. საქართველოს ჯანდაცვა. 2018;10(1):29–34.

ქობულაძე თ. სამედიცინო პროფესიის რეგულაციები და სპეციალისტთა მომზადება საქართველოში. აკადემიური მიმოხილვა. 2020;15(4):55–61.

AAOMS. (2022). Scope of Oral and Maxillofacial Surgery. American Association of Oral and Maxillofacial Surgeons.

Ackerman, M., & Nguyen, L. (2018). The impact of oral and maxillofacial surgery on public health. Journal of Oral Health, 14(3), 123–130.

Adekeye, E. A., et al. (2019). Maxillofacial Surgical Services in Developing Countries: Challenges and Solutions. African Journal of Oral Health, 15(2), 45–53.

Alpert, B. (2018). The Evolution of Oral and Maxillofacial Surgery Over the Past 100+ Years—With Special Emphasis on the Role of Fluoride and the High-Speed Handpiece. Journal of Oral and Maxillofacial Surgery. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/30053939/

American College of Surgeons. (2022). Surgical Workforce and Access to Surgical Care in the United States. Chicago, IL: ACS.

Booth, A., Sutton, A., & Papaioannou, D. (2016). Systematic Approaches to a Successful Literature Review. Sage Publications.

Ministry of IDPs, Labour, Health and Social Affairs of Georgia. (2023). Annual Report. https://www.moh.gov.ge

WHO. (2016). Global Strategy on Human Resources for Health: Workforce 2030.

WHO. (2017). Ethical Standards in Surgical Care. Geneva: World Health Organization.

WHO. (2019). Oral Health and Maxillofacial Surgery Report. Geneva: World Health Organization.

WHO. (2020). Health Systems Strengthening and Surgical Services. Geneva: World Health Organization.

WHO. (2023). Primary Health Care and Health Systems Resilience. https://www.who.int

Wilson, P., & Taylor, D. (2020). Communication in surgical practice. Medical Communication Quarterly, 15(1), 77–85

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-11

როგორ უნდა ციტირება

სოფრომაძე ა., ყაზახაშვილი ნ., & სოხაძე ნ. (2025). ყბა-სახის ქირურგიულ სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის შეფასება საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 9(2). https://doi.org/10.52340/healthecosoc.2025.09.02.09

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.