BCG ვაქცინის ეფექტის შესწავლა Covid-19 ინფექციისაგან დასაცავად ჯანდაცვის მუშაკებში
საკვანძო სიტყვები:
BCG ვაქცინა, Covid-19ანოტაცია
Covid-19 ინფექციასთან ბრძოლის პერიოდში გამოითქვა მოსაზრება, რომ BCG ვაქცინამ, რომელიც ტუბერკულოზთან ბრძოლაში უკვე დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება, შესაძლოა ექიმები და ექთნები დაიცვას Covid-19 ინფექციისგან და ამგვარად, შეამციროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განხორციელდა რამოდენიმე კვლევა, სადაც აკვირდებოდნენ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტს მედიცინის მუშაკებზე. კვლევის მიზანს შეადგენდა BCG ვაქცინის სავარაუდო დადებითი ეფექტის შესწავლა ინფექციებთან, კონკრეტულად Covid-19-თან ბრძოლაში. კვლევაში, რომელშიც 4000 შემთხვევითობის პრინციპით არჩეულმა მოხალისე მედიკოსმა მიიღო მონაწილეობა, ნაწილი მხოლოდ მარილიანი პლაცებოთი აცრეს, ნაწილი კი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინით. მედიცინის მუშაკებს აკვირდებოდნენ 12 თვის განმავლობაში. კვლევამ აჩვენა, რომ 6 თვის განმავლობაში მსუბუქი Covid-19-ის სავარაუდო რისკი იყო 14.7% BCG ჯგუფში და 12.3% პლაცებოს ჯგუფში. ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ BCG ვაქცინაციამ არ გამოიწვია Covid-19-ით ინფიცირების უფრო დაბალი რისკი ჯანდაცვის მუშაკებში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .