ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების სოციალური ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში
საკვანძო სიტყვები:
ეთნიკური უმცირესობები, სოციალიზაციაანოტაცია
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 16,2%-ს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ. ისინი ქართულ საზოგადოებაში შედარებით ხანგრძლივად და მეტი ძალისხმევით გადიან სოციალიზაციის ეტაპებს და უჭირთ თავის დამკვიდრება. სწორედ ამიტომ, კვლევის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სოციალური ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა. ამ მიზნიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ძირითადი ამოცანები: რა სახით არიან ჩართულები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები სასწავლო პროცესში, როგორ ურთიერთობენ ქართველი თანატოლები მათთან და ღებულობენ თუ არა მონაწილეობას საუნივერსიტეტო სოციალურ აქტივობებში. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 3 ფოკუს ჯგუფი, რომელმაც მოიცვა 21 რესპონდენტი, მათ შორის იყვნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და იეზიდი სტუდენტები. ინფორმაციის მოპოვების მთავარი ინსტრუმენტი იყო სადისკუსიო გეგმა. მონაწილეები, რომლებიც სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩნენ. კვლევისას მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შემდგომ, გამოვლინდა 3 ძირითადი შედეგი: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები სასწავლო პროცესში ისევე აქტიურად არიან ჩართულები, როგორც ქართველები, თუმცა, პრობლემები ექმნებათ მასალების ათვისებისას, რაც გამოწვეულია სახელმწიფო ენის არასრულყოფილი ცოდნით. გარდა ამისა, მათ მეგობრული, თბილი, უშუალო, სტაბილური და ხშირი ურთიერთობა აქვთ ქართველ სტუდენტებთან და, ამ მხრივ, დისკომფორტს არ გრძნობენ. რაც შეეხება საუნივერსიტეტო სოციალურ აქტივობებში მონაწილეობას, სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები მათში მეტ-ნაკლებად ერთვებიან, რადგან საკმარისი დრო არ აქვთ და ქართული ენას შესაბამის დონეზე ვერ ფლობენ. საბოლოოდ, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები სოციალური ინტეგრაციის პროცესში პრობლემებს არ აწყდებიან და საკუთარ თავებს საქართველოს ისეთივე სრულუფლებიან მოქალაქეებად მიიჩნევენ, როგორც ეთნიკურად ქართველები.
წყაროები
) ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ანალიზი., (2008) თბილისი: სი-ჯი-ესი.
) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი., (2015). ეთნიკური ქისტების ინტეგრაციის საკითხი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. თბილისი.
) კოპაძე, ე., (2009). სახელმწიფო ენის პრობლემა სამცხეჯავახეთში. თბილისი.
) ლობჟანიძე, მ., (2009). სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს რეგიონებში: ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში. თბილისი.
) ნოდია, გ., (2003). ერთი საზოგადოება, მრავალი ეთნოსი (ეთნიკური მრავალფეროვნება და სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში). თბილისი.
) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში., (2015). თბილისი.
) სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი., (2013). ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში., თბილისი.
) სტეპანიანი, ა., მირზოევი, ა., (2003). ეროვნულ უმცირესობათა ენებზე განათლება საქართველოში. თბილისი.
) სტეპანიანი, ა., ხალილოვი, ზ., (2003). ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა ქართულ საზოგადოებაში. თბილისი.
) ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).,(2017). სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი.,თბილისი.
) უმცირესობათა საკითხების ეროვნული ცენტრი (ECMI)., (2009). განათლების რეფორმა და ეროვნული უმცირესობები საქართველოში., თბილისი.
) ჯავახიშვილი, ჯ., სარჯველაძე,ნ., (2007). ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვა. თბილისი: ნეკერი.
) ჯაჯანიძე, ე., (2013). საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის განვითარების პრობლემები. თბილისი.
) Anderman & Anderman., (1999). Contemporary Educational Psychology
) Graham, S., Juvonen, J., Hanish, L., Guerra, N., (2002). Ethnicity, peer harassment and adjustment in middle school: An exploratory study
) Kao & Joyner., (2004). Do Race And Ethnicity Mater Among Friends?
) Little, M., Kobak, R., (2003). Emotional security with teachers and children’s stress reactivity
) Neves, J., Hillman, N., (2017). Student Academic Experience Survey
) Zick A., Pettigrew T.F. & Wagner U. (2008). Ethnic Prejudice and Discrimination in Europe. Journal of Social Issues, 64 (2): 233–25
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .