მასწავლებლებისა და მშობლების დამოკიდებულებები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით საქართველოში

ავტორები

  • ლია ბაღდოშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მარიამ კოზოლაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ინკლუზიური განათლება, განათლების სისტემა

ანოტაცია

შესავალი. ინკლუზიური განათლება ეფუძნება იდეას, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება თანასწორუფლებიან გარემოში მიიღოს სრულფასოვანი განათლება და მაქსიმალურად გამოავნილოს თავისი პოტენციალი. ინკლუზიური განათლების პროცესი მნიშვნელოვანია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემისთვის და მისი არსებობა ქვეყნის დემოკრატიულობას უსვამს ხაზს. საქართველოში ინკლუზიური განათლების პროცესის დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. კვლევის მიზანია სკოლის პედაგოგების და მშობლების მიერ საქართველოში ინკლუზიური განათლების მხრივ მიმდინარე პროცესების შეფასება. მეთოდოლოგია. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა მშობლების და პედაგოგების გამოკითხვა. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ დაბალი ინფორმირებულობის გამო მშობლები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ინკლუზიურ განათლებას. სასწავლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმართაობისა და რესურსების ნაკლებობის გამო ინკლუზიური განათლების პროცესი სრულფასოვნად ვერ მიმდინარეობს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-02

როგორ უნდა ციტირება

ბაღდოშვილი ლ., & კოზოლაშვილი მ. (2019). მასწავლებლებისა და მშობლების დამოკიდებულებები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 3. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6423

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა