ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის დეინსტიტუციონალიზაცია: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო
საკვანძო სიტყვები:
თემზე დაფუძნებული ზრუნვა, დეინსტიტუციონალიზაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობაანოტაცია
შესავალი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ცხოვრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, თუმცა მრავალ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები არ პასუხობს საჭიროებებს. განსაკუთრებით მწვავე პრობლემა დეინსტიტუციონალიზაციისა და თემზე დაფუძნებული ზრუნვის განვითარებაა. კვლევის მიზანია, გააანალიზოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გამოწვევები. მეთოდოლოგია: განხორციელდა საკითხის თეორიული შესწავლა და გაანალიზდა რელევანტური ლიტერატურა. შედეგები: დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის წარმატება დამოკიდებულია პოლიტიკური ნებაზე, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე, ასევე, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნაზე. WHO-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა 2023–2030 წლებისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებს, მათ შორის, თემზე დაფუძნებული ზრუნვის სისტემების გაძლიერებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ეფექტურობის გაზრდას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. დასკვნა: ფსიქიკური ჯანმრთელობის დეინსტიტუციონალიზაცია მოითხოვს გრძელვადიან ხედვას, სტრატეგიულ დაგეგმვას და მტკიცე მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე.
წყაროები
ზავრადაშვილი, ნ. (2021). ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაცია საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს კონტექსტი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. თბილისი.
Caritas Czech Republic. (2022). The deinstitutionalization of adults with disabilities in Georgia soon will come to an end. https://georgia.charita.cz/news/the-deinstitutionalization-of-adults-with-disabilities-in-georgia-soon-will-come-to-an-end/
Dunn, AA. (2011). Independent Assessment of the Deinstitutionalisation Process in Georgia. UNICEF.
Montenegro C, Irarrázaval Dominguez M, González Moller J, Thomas F, Urrutia Ortiz J. (2023). Moving psychiatric deinstitutionalization forward: A scoping review of barriers and facilitators. Cambridge Prisms: Global Mental Health. 10:e29. doi:10.1017/gmh.2023.18
Shen, G.C., Snowden, L.R. (2014). Institutionalization of deinstitutionalization: a cross-national analysis of mental health system reform. Int J Ment Health Syst 8, 47. https://doi.org/10.1186/1752-4458-8-47
WHO. (2022). World mental health report: transforming mental health for all. Geneva: World Health Organization. https://iris.who.int/bitstream/handle/10665/356119/9789240049338-eng.pdf
WHO. (2023). Deinstitutionalization of people with mental health conditions in the WHO South-East Asia Region. New Delhi: World Health Organization, Regional Office for South-East Asia; 2023