რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში
საკვანძო სიტყვები:
გენერიული ფარმაცევტული პროდუქტი, გარე რეფერენტული ფასწარმოქნა, რეფერენტული ფასიანოტაცია
შესავალი: ნაშრომში განხილულია ჩრდილოეთ ევროპის ხუთი სახელმწიფოს მაგალითზე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკის თავისებურებები, ფარმაცევტული ბაზრის, სამედიცინო სექტორსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი მექანიზმები. მოცემულ ქვეყნებში ეკონომიკურ მახასიათებლებსა და ჯანდაცვის დანახარჯებს შორის არსებობს კორელაცია, რაც მოქალაქის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ინდიკატორია. მეთოდოლოგია: ჩატარდა ლიტერატურის სისტემური მოძიება სამეცნიერო-რეფერირებადი ჟურნალების მონაცემთა ბაზების გამოყენებით (Science Direct, Google Scholar, DOAJ, PubMed). გამოქვეყნებული ნაშრომების მოძიების მიზნით გამოყენებულ იქნა შემდეგი საკვანძო სიტყვები: “რეფერენტული ფასწარმოქმნა”, “ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება“. სტატიების ნაწილი გამოირიცხა რადგან ხელმისაწვდომი არ იყო ინგლისურ ენაზე, ასევე გამოირიცხა ის პუბლიკაციები, რომლებიც არ იყო მისაწვდომი სრული სახით ან მათი შინაარსი არ შეესაბამებოდა მიმოხილვის მიზანს. შედეგები: რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის დანერგვამ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მკვეთრად შეამცირა მედიკამენტებზე როგორც სახელმწიფო-საბიუჯეტო დანახარჯები, ასევე ბენეფიციარისთვის ჯიბიდან გადახდის ტვირთი. ამავდროულად, გაფართოვდა გენერიული მედიკამენტების გამოყენების არეალი. ხაზგასასმელია, რომ რეფორმის ეფექტიანობის განმსაზღვრელი გახლდათ მთელი რიგი მარეგულირებელი მექანიზმების ინკორპორირება და იმლემენტაცია. დასკვნა: იმ ქვეყნებში, სადაც გამართულია საკანონმდებლო ჩარჩო, აღსრულების პროცედურები და პერმანენტული მონიტორინგი მიმდინარეობს, ფარმაცევტული ბაზრის საქმიანობისთვის ჯანსაღი და კონკურენტული გარემოა შექმნილი, რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მეტად ხარჯთეფექტურია, ხოლო რიგითი ბენეფიციარისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტი.
წყაროები
• Maljanen T, Martikainen JE, Koskinen H, Vogler S. (2015). PR3 - Prices of Pharmaceuticals Under a Generic Price Linkage System And a Reference Price System: Comparison of Austria and Finland, Value in Health 18 (7).
• Thengilsdottir G, Gardarsdottir H, Almarsdottir AB, McClure CB, Heerdink ER (2013). The association between lifting an administrative restriction on antidepressant dispensing and treatment patterns in Iceland, Health Policy 111 (2): 193-199.
• Maljanen T, Martikainen JE, Koskinen H, Vogler S. (2015). Prices of Pharmaceuticals Under a Generic Price Linkage System And a Reference Price System: Comparison of Austria and Finland. Value in Health 18 (7).
• Pettersson B. (2012). Utilization and costs of lipid modifying therapies following health technology assessment for the new reimbursement scheme in Sweden. Health Policy.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2023 ქეთევან ბაკარაძე
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .