რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ქალთა უფლებები

ავტორები

  • მარიამ ბერულავა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნატო ინდუაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ქეთევან ლომსაძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ხელოვნური განაყოფიერება, სუროგაცია, აბორტი, ქალთა უფლებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ანოტაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. ქალთა უფლებები რეპროდუქციულ ჭრილში საკმაოდ ვრცელი თემაა და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების კულტურულ, ასევე ეთნიკურ მახასიათებლებზე. ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ჯანდაცვის სისტემის გამართულობა, მედპერსონალის პროფესიონალიზმი, სახელმწიფოს განვითარების დონე, საზოგადოების რელიგიური და მორალური ღირებულებები და ფასეულობები და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის ხარისხი ჯანდაცვის სისტემის გამართულობისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სახელმწიფოებში, რომელთაც გამართული ჯანდაცვის სისტემა აქვთ, ისეთი უხეში დარღვევები, როგორიცაა მედპერსონალის არაპროფესიონალიზმი, სანიტარულ - ჰიგიენური საკითხების მოუგვარებლობა, არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა, მინიმუმამდეა დაყვანილი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში სექსუალური განათლების დონე იყოს დამაკმაყოფილებელი, რათა ქალებმა იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ, რაც რეპროდუქციული უფლებების დაცვისაკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-19

როგორ უნდა ციტირება

ბერულავა მ., ინდუაშვილი ნ., & ლომსაძე ქ. (2023). რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ქალთა უფლებები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 7(1). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6775