გაფანტული სკლეროზის სოციალური და ეკონომიკური ტვირთი

ავტორები

  • ნატალია ხუციშვილი ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ჯანდაცვა, დაავადების სოციალურ-ეკონომიკური ტვირთი, გაფანტული სკლეროზი

ანოტაცია

ლიტერატურაში ძირითადად აღწერილია გაფანტული სკლეროზის კლინიკური გავლენა, ნაკლებად არის შეფასებული დაავადების სოციალური ტვირთი პაციენტებზე, მომვლელებსა და საზოგადოებაზე. გაფანტული სკლეროზი, ერთის მხრივ, მნიშვნელოვან ფიზიკურ უნარშეზღუდულობას იწვევს, ხოლო მეორეს მხრივ, ნაკლებ გავლენას ახდენს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე, რის გამოც დაავადებას ძალიან მაღალი სოციალურ-ეკონომიკური ტვირთი ახლავს თან, უარყოფითად მოქმედებს პაციენტების შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობაზე და ხშირად პენსიაზე ნაადრევად გასვლის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ცნობილია, რომ გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდა და შუა ხნის ასაკის პირებში, არატრავმული უნარშეზღუდულობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს. გაფანტული სკლეროზი მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწევს როგორც პაციენტებსა და მათ მომვლელებს/ოჯახის წევრებს, ასევე ჯანდაცვის სისტემასა და საზოგადოებას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-30

როგორ უნდა ციტირება

ხუციშვილი ნ. (2023). გაფანტული სკლეროზის სოციალური და ეკონომიკური ტვირთი. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 7(1). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6657