სტრესი და უმუშევრობა ახალგაზრდებში

ავტორები

  • თიკო გობეჯიშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ახალგაზრდები, უმუშევრობა, სტრესი

ანოტაცია

შესავალი: უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. უმუშევარ მოსახლეობას შორის უმეტესობა არიან ახალგაზრდები, რაც პირველ რიგში მათ განვითარებას უშლის ხელს. კვლევის მიზანია ახალგაზრდებში უმუშევრობასთან დაკავშირებული სტრესის შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფი 16-25 წლამდე უმუშევარ ახალგაზრდებში. შედეგები, დისკუსია: სტრესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე. უმუშევრობით გამოწვეული სტრესი ახალგაზრდებში სხვადასხვა ფორმით გამოიხატა: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ფსიქიკური პრობლემები. კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახმა და ახლო მეგობრებმა დიდი როლი ითამაშეს რესპონდენტებისათვის უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-12

როგორ უნდა ციტირება

გობეჯიშვილი თ. (2023). სტრესი და უმუშევრობა ახალგაზრდებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 7(1). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6511