სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების პერსპექტივები საქართველოში საავადმყოფოთა აკრედიტაციის გზით
საკვანძო სიტყვები:
საავადმყოფოს აკრედიტაცია, ჯანდაცვის ხარისხი, სერტიფიცირების სისტემა, აკრედიტაციაანოტაცია
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანერგვამ საგრძნობლად გაზარდა სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა. მართალია, ახალი ცვლილებების შედეგად გარკვეული პირობები იქმნება ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მასზე ხელმისაწვდომობის გაადვილებისათვის, მაგრამ ცვლილებები არ ითვალისწინებს სამკურნალო პროცესის ხარისხის განმსაზღვრელ რიგ მნიშვნელოვან ასპექტებს - სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, რაოდენობის ოპტიმიზაციას, პაციენტის უსაფრთხოებას, კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციების (გაიდლაინების) და დაავადებათა მართვის სტანდარტების (პროტოკოლების) არსებობისა და გამოყენების აუცილებლობას. მართალია გაიდლაინების ნაწილი შემუშავებულია, თუმცა კი არ არის ინსტიტუციონალიზებული. ამდენად, მსჯელობის საგნად რჩება თუ რამდენად ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი ჰოსპიტალური მომსახურება. საავადმყოფოთა გამართული მუშაობისათვის გადამწყვეტი როლი ეკისრება ჰოსპიტალში ისეთი კომპეტენციების გაძლიერებას, როგორიცაა: 1. კლინიკური ხარისხის გაზრდა და ამავდროულად, პაციენტთა ნდობის მოპოვება; 2. კლინიკური ეფექტურობის გაზომვა; 3. ეფექტურობის გაუმჯობესებისა და პროგნოზისთვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მართვა; 4. მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის დანერგვა და სხვა. ყოველივე ზემო აღნიშნულის განხორციელება მხოლოდ ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის გზით გახდება შესაძლებელი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .