ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვები საქართველოში, ეკონომიკური გამოწვევები და სოციალური განწყობა
საკვანძო სიტყვები:
ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, სოციალური სამსახური, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებიანოტაცია
ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ირგვლივ არსებული მძიმე ვითარება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. კვლევის მიზანია ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემების მოძიება და სხვადასხვა კვლევასა თუ ანგარიშზე დაყრდნობით შეჯერებული ინფორმაციის წყალობით ხსენებული პრობლემური საკითხის შესახებ საერთო სურათის წარმოჩენა. სოციალური სამსახურები ქვეყანაში ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც გამოწვეულია თავად ამ სამსახურებში არსებული სხვადასხვა სახის რესურსების არქონითაც. გამოიკვეთა ის ზიანი, რისი მოტანაც სოციალურ სამსახურებს შეუძლიათ იმით, რომ არ არიან სათანადოდ ჩართულები ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ირგვლივ არსებული პრობლემატური საკითხების შესწავლასა და მათ მოგვარებაში. ქვეყანაში არსებულ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას დადებითი წვლილი შეაქვთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პრობლემების განხილვასა და მათი მოგვარების სხვადასხვა ალტერნატიული გზების მოძიებაში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .