მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები თავშესაფრის დატოვების შემდეგ
საკვანძო სიტყვები:
მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მინდობით აღზრდა, თავშესაფარიანოტაცია
შესავალი. თავშესაფრების დატოვების შემდეგ მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებს ექმნებათ სხვადასხვა პრობლემები, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის მოძიებასთან, დასაქმებასთან. კვლევის მიზანია სრულწლოვანი ასაკის მიღწევისას თავშესაფრების დატოვების შემდეგ მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია. თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდების და სოციალური მუშაკების სიღრმისეული ინტერვიუ. შედეგები, დასკვნა. მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს თავშესაფრის დატოვების შემდეგ უწყდებათ სახელმწიფო დახმარება, რის გამოც დგანან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაშე. ასეთ მოზარდთა მეტი წილი ვერ უბრუნდება ოჯახს და აქვთ არასტაბილური საცხოვრისის, დასაქმების, საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით მათზე ზრუნვის გაგრძელება, სხვადასხვა პროფესიული ტრენინგების ჩატარება, საზოგადოებაში ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, დასაქმების ხელშეწყობა
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2019 ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .