ორსულთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები პირველად ჯანდაცვაში

ავტორები

  • ნანა ჯინჭარაძე ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი
  • ნატა ყაზახაშვილი მედიცინის ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ილონა საყვარელიძე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
  • ნინო აბაიშვილი თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ანტენატალური მოვლა, სტომატოლოგიური მომსახურება, ორსულთა პირის ღრუს ჯანმრთელობა, პირველადი ჯანდაცვა

ანოტაცია

შესავალი. კვლევის მიზანია პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში, 1996-2016 წლებში, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ანტენატალური მოვლის სახელმწიფო პროგრამის იმპლემენტაციის შემდეგ დედათა ჯანმრთელობის შესწავლა. მეთოდოლოგია. კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია თვისებრივი კვლევა, ე.წ. „კაბინეტური კვლევის“ მეთოდი. შედეგები. პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში 1996-2016 წ. ანტენატალური მეთვალყურეობის განმსაზღვრელი პარამეტრების გაუმჯობესების, დედათა და ბავშვთა სერვისებზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, გამოვლინდა ორსულობის არასახარბიელო გამოსავალი: პათოლოგიური ორსულობის, ვადამდელი მშობიარობის, ორსულობის დრომდე მიუტანლობის წილის გაზრდა, რაც აიხსენება პირველადი ჯანდაცვის დონეზე ანტენატალურ პერიოდში ორსულის საჭიროებებზე ფოკუსირებული სერვისების არარსებობით, ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორსულთა პირველადი ჯანდაცვის სერვისების მწირი მოცულობით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-02

როგორ უნდა ციტირება

ჯინჭარაძე ნ., ყაზახაშვილი ნ., საყვარელიძე ი., & აბაიშვილი ნ. (2019). ორსულთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები პირველად ჯანდაცვაში . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 3. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6377

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები