ჰეპატოცელულური კარცინომის ეპიდემიოლოგია

ავტორები

  • ლევან გოგიჩიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ეპიდემიოლოგია, რისკფაქტორები, ჰეპატოცელულური კარცინომა

ანოტაცია

ჰეპატოცელულური კარცინომა (ჰცც) დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ჰცც თითქმის ყოველთვის ფულმინანტურ ხასიათს ატარებს და აქვს განსაკუთრებით მძიმე პროგნოზი. მას აქვს დაბალი რეზექტაბელურობა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ მაღალი რეციდივის მაჩვენებელი, ასევე პრაქტიკულად არ ექვემდებარება ანტიტუმორულ და რადიოთერაპიას. ჰცც-ს არ გააჩნია ერთიანი გეოგრაფიული გადანაწილება: უფრო მაღალი ინციდენტობით ხასიათდება აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ქვეყნები, ასევე სუბ-საჰარული აფრიკის შავკანიან მოსახლეობაში. აღნიშნულ რეგიონებსა და პოპულაციებში ადგილი აქვს სიმსივნის მნიშვნელოვან გადანაცვლებას ახალგაზრდა ასაკის ადამიანებში. ჰცც ყველა სახის პოპულაციაში ჭარბობს მამრობითი სქესის ადამიანებში. ყველაზე მაღალ რისკფაქტორს წარმოადგენს ქრონიკული C და B ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირება, ასევე საკვებში ჰეპატოკარცინოგენის აფლატოქსინის არსებობა, რომელსაც გამოყოფენ უმდაბლესი სოკოები. საქართველოში ჰცც-ს ძირითად გამომწვევია ქრონიკული C ვირუსული ჰეპატიტი. ჩამოთვლილი რისკფაქტორები, ქრონიკული ზემოქმედების შედაგად იწვევენ ღვიძლის პარენქიმული ნაწილის პერმანენტულ დაზიანებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომელსაც თან ერთვის ორგანოს ფიბროზული და ციროზული გადაგვარება, ხოლო ჰცც პრაქტიკულად ღვიძლის ციროზთან ერთად წარმოადგენს ღვიძლის ტერმინალურ დაავადებას. C ვირუსული ჰეპატიტის შემთხვევაში ინფიცირება ხდება გვიან ასაკში და შესაბამისად ჰცც-ც ვითარდება გაცილებით გვინ ვიდრე ქრონიკული B ვირუსული ჰეპატიტებისა და ალიმენტარული გზის შემთხვევაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ჰცც-ს განვითარების რისკფაქტორს წარმოადგენს სიმსუქნე და სხვა მეტაბოლური პრობლემები, ალკოჰოლით ინდუცირებული ციროზის ფონზე ალკოჰოლური ჰეპატი და თანდაყოლილი ჰემოქრომატოზის დროს რკინის ჭარბი დეპონირება.

ავტორის ბიოგრაფია

ლევან გოგიჩიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-16

როგორ უნდა ციტირება

გოგიჩიაშვილი ლ. (2020). ჰეპატოცელულური კარცინომის ეპიდემიოლოგია . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4, 95–100. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6087

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა