მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში: მოსახლეობის დამოკიდებულებები

ავტორები

  • ელენე ფიცხელაური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები, ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფერო, მოსახლეობის დამოკიდებულება, ინფორმირებულობის დონე

ანოტაცია

თანამედროვე ეტაპზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასა და ახალი იდეების გენერირებაში არსებით მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების აზრს და ხმას ანიჭებს. ევროპული ქვეყნების საზოგადოების შეხედულების, განწყობისა და დამოკიდებულების შესწავლის მიზნით, ევროკომისიის მიერ სისტემატურად ტარდება კვლევები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე. ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა მოსახლეობის დამოკიდებულება მეცნიერებისა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ და პირველ ეტაპზე ჩავატარეთ პილოტური კვლევა ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში. მეთოდოლოგია. კვლევისათვის გამოყენებული იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. რესპონდენტთა შერჩევა განხორციელდა შემთხვევითი პრინციპის გამოყენებით. გამოკითხვა ჩატარდა სპეციალურად შემუშავებული სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. შედეგები და დისკუსია. ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში კვლევის შედეგად გამოვლინდა რესპონდენტების უპირატესად პოზიტიური დამოკიდებულება მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ. და ამასთან ერთად, ადამიანის საქმიანობისა და ქცევის ზემოქმედების ხარისხთან შედარებით გამოვლინდა ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოზიტიური პოტენციალის უპირატესობა. დასკვნა. კვლევამ გამოავლინა ინფორმირებულობის დაბალი დონე, მაგრამ გამოკითხული რესპონდენტების ზოგადი განწყობა სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართ პოზიტიურია. სასურველია ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება, რაც დეტალურად შეგვიქმნის წარმოდგენას საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებებზე მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ.

ავტორის ბიოგრაფია

ელენე ფიცხელაური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-16

როგორ უნდა ციტირება

ფიცხელაური ე. (2020). მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში: მოსახლეობის დამოკიდებულებები . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4, 67–74. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6085

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა