აუტისტური სპექტრის აშლილობა საქართველოში როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევა: ადრეული გამოვლენა, ბარიერები და ინტერვენცია

ავტორები

  • ნუცა მაღალთაძე მედიცინის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი
  • ნატა ყაზახაშვილი მედიცინის ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

აუტიზმი, აუტისტური სპექტრის აშლილობა, ბავშვთა განვითარება, ადრეული დიაგნოსტიკა, ადრეული ინტერვენცია

ანოტაცია

შესავალი: აუტისტური სპექტრის აშლილობის ადრეული იდენტიფიკაცია და დროული ინტერვენცია ბავშვის განვითარების, სოციალური ფუნქციონირებისა და ოჯახის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. საქართველოს კონტექსტში კვლავ აქტუალურია დიაგნოსტიკის დაგვიანება, სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მშობლების ინფორმირებულობა. კვლევის მიზანი იყო შეეფასებინა, როგორ ხდება აუტიზმის ადრეული ნიშნების ამოცნობა, დიაგნოსტიკა და ადრეულ ინტერვენციაში ჩართვა, ასევე გამოევლინა ის ძირითადი ბარიერები, რომლებსაც ბავშვები და მათი ოჯახები აწყდებიან. მეთოდები: გამოყენებული იყო თვისებრივი აღწერითი კვლევის დიზაინი და შემთხვევის შესწავლის მიდგომა. კვლევაში განხილული იყო აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ან დიაგნოზზე ეჭვის მქონე 30 ბავშვის შემთხვევა. მონაცემები შეგროვდა მშობლებისა და სპეციალისტებისგან სტრუქტურირებული და ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარების გამოყენებით. მონაცემები გაანალიზდა თემატური ანალიზის პრინციპებით. შედეგები: კვლევამ აჩვენა, რომ პირველი ნიშნები ხშირად ადრეულ ასაკში ვლინდება, თუმცა სპეციალისტთან მიმართვა და დიაგნოსტიკა ხშირად გვიანდება. მშობლები ძირითად ბარიერებად ასახელებდნენ ინფორმაციის ნაკლებობას, ფინანსურ ხარჯებს, სპეციალისტებთან რიგებს და სერვისების უწყვეტობის სირთულეს. ადრეული ინტერვენცია დაკავშირებული იყო ბავშვის კომუნიკაციის, სოციალური ჩართულობისა და ყოველდღიური ფუნქციონირების გაუმჯობესებასთან. დასკვნა: აუტიზმის მართვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია განვითარების რეგულარული მონიტორინგი პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მშობლების ინფორმირებულობის გაზრდა, დიაგნოსტიკურ და ინტერვენციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება და ოჯახზე ორიენტირებული მხარდაჭერის გაძლიერება.

წყაროები

American Academy of Pediatrics. (2025). Autism spectrum disorder. American Academy of Pediatrics.

Braun, V., & Clarke, V. (2006). Using thematic analysis in psychology. Qualitative Research in Psychology, 3(2), 77–101. https://doi.org/10.1191/1478088706qp063oa

American Psychiatric Association. (2022). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed., text rev.). American Psychiatric Association Publishing.

Creswell, J. W., & Plano Clark, V. L. (2018). Designing and conducting mixed methods research (3rd ed.). SAGE Publications.

Dawson, G., Rogers, S., Munson, J., Smith, M., Winter, J., Greenson, J., Donaldson, A., & Varley, J. (2010). Randomized, controlled trial of an intervention for toddlers with autism: The Early Start Denver Model. Pediatrics, 125(1), e17–e23. https://doi.org/10.1542/peds.2009-0958

Gabunia, M., Zirakashvili, M., Nadareishvili, V., Kim, Y. S., Leventhal, B. L., & Stevanovic, D. (2026). Prevalence of autism spectrum disorder in Georgia (country): a two-phase population-based study among 8–10-year-olds. Advances in Autism, 12(1), 67-78. https://doi.org/10.1108/AIA-01-2025-0003.

Hyman, S. L., Levy, S. E., Myers, S. M., Council on Children with Disabilities, Section on Developmental and Behavioral Pediatrics, Kuo, D. Z., Apkon, S., ... & Bridgemohan, C. (2020). Identification, evaluation, and management of children with autism spectrum disorder. Pediatrics, 145(1), e20193447. https://doi.org/10.1542/peds.2019-3447

Reichow, B., Hume, K., Barton, E. E., & Boyd, B. A. (2018). Early intensive behavioral intervention for young children with autism spectrum disorders. Cochrane Database of Systematic Reviews, 2018(5), CD009260. https://doi.org/10.1002/14651858.CD009260.pub3

Shaw, K. A., Bilder, D. A., McArthur, D., et al. (2025). Prevalence and early identification of autism spectrum disorder among children aged 4 and 8 years — Autism and Developmental Disabilities Monitoring Network, 16 sites, United States, 2022. MMWR Surveillance Summaries, 74(2), 1–22. http://dx.doi.org/10.15585/mmwr.ss7402a1.

World Health Organization. (2025). Autism. World Health Organization.

Yin, R. K. (2018). Case study research and applications: Design and methods (6th ed.). SAGE Publications.

Zwaigenbaum, L., Bauman, M. L., Choueiri, R., Kasari, C., Carter, A., Granpeesheh, D., Mailloux, Z., Roley, S. S., Wagner, S., Fein, D., Pierce, K., Buie, T., Davis, P. A., Newschaffer, C., Robins, D., Wetherby, A., Stone, W. L., Yirmiya, N., Estes, A., … Natowicz, M. R. (2015). Early intervention for children with autism spectrum disorder under 3 years of age: Recommendations for practice and research. Pediatrics, 136(Suppl. 1), S60–S81. https://doi.org/10.1542/peds.2014-3667E

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-07-03

როგორ უნდა ციტირება

მაღალთაძე ნ., & ყაზახაშვილი ნ. (2026). აუტისტური სპექტრის აშლილობა საქართველოში როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევა: ადრეული გამოვლენა, ბარიერები და ინტერვენცია. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 10(2). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/11845

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.