თანდაყოლილი დერმული მელანოციტოზის (მონღოლოიდური ლაქა) ატიპიური გამოვლინება და მისი სასამართლო-სამედიცინო მნიშვნელობა
საკვანძო სიტყვები:
თანდაყოლილი დერმული მელანოციტოზი, მონღოლოიდური ლაქა, ატიპიური ლოკალიზაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ჰისტომორფოლოგია, სამედიცინო დოკუმენტაციაანოტაცია
შესავალი: ნაშრომში განხილულია თანდაყოლილი დერმული მელანოციტოზის (თდმ), იგივე „მონღოლოიდური ლაქის“, კლინიკური და სასამართლო-სამედიცინო მნიშვნელობა. თდმ წარმოადგენს კეთილთვისებიან პიგმენტურ მდგომარეობას, რომელიც ატიპიური ლოკალიზაციის შემთხვევაში შესაძლოა შეცდომით შეფასდეს როგორც ტრავმული დაზიანება (ჰემატომა) ან პოსტმორტული ლპობითი ცვლილება. კვლევის მიზანია ამ მდგომარეობის გავრცელების ანალიზი და ატიპიური შემთხვევების დიფერენციალური დიაგნოსტიკის მნიშვნელობის ხაზგასმა. მეთოდოლოგია: კვლევა ეფუძნება 2013-2025 წლებში დაგროვილი 129 საექსპერტო შემთხვევის რეტროსპექტულ შესწავლას. გამოყენებულ იქნა გამორიცხვის მეთოდი (ამოღებულ იქნა გვამები მკაფიო ლპობითი ცვლილებებით და ანტენატალური სიკვდილის შემთხვევები). ატიპიური შემთხვევის ვერიფიკაციისთვის გამოყენებულ იქნა ჰისტომორფოლოგიური კვლევა პერლსისა და მასონ-ფონტანას სპეციფიკური რეაქციებით. შედეგები: თდმ-ის გავრცელებამ შერჩეულ პოპულაციაში 5.4% შეადგინა. გამოვლინდა მკვეთრი ეთნიკური დიფერენციაცია: ჩინურ ჯგუფში პრევალენტობა იყო 62.5%, ხოლო ქართულში - 1.68%. შემთხვევათა 71.4% ხასიათდებოდა ტიპიური (გავა-დუნდულოების) ლოკალიზაციით, ხოლო 28.6%-ში დაფიქსირდა ატიპიური მდებარეობა. დეტალურად არის აღწერილი 1 წლისა და 11 თვის ჩინელი ბავშვის შემთხვევა, რომლის მუცლის არეში არსებული ლაქის ჰისტოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა მელანინის არსებობა და გამორიცხა ჰემორაგიული გენეზი. დასკვნა: თდმ-ის ატიპიური ლოკალიზაცია მნიშვნელოვან საექსპერტო გამოწვევას ქმნის და მოითხოვს ეთნიკური ანამნეზის გათვალისწინებას. ექსპერტის შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაბადებისთანავე პიგმენტური ლაქების ზუსტი აღრიცხვა პირველად სამედიცინო დოკუმენტაციაში. საეჭვო შემთხვევებში დიფერენციალური დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“ ჰისტოქიმიური კვლევა წარმოადგენს.
წყაროები
Chua, R. F., & Pico, J. (2023). Dermal Melanocytosis. In StatPearls [Internet]. StatPearls Publishing.
Cordova, A. (1981). The Mongolian spot: a study of ethnic differences and a literature review. Clinical pediatrics, 20(11), 714-719.
Gupta, D., & Thappa, D. M. (2013). Mongolian spots: how important are they? World Journal of Clinical Cases: WJCC, 1(8), 230.
Gupta, D., & Thappa, D. M. (2013). Mongolian spots. Indian journal of dermatology, venereology and leprology, 79, 469. 10.4103/0378-6323.113074
Kibbi, A., & Bergqvist, C. M. (2017). Congenital Dermal Melanocytosis (Mongolian Spot).
Lee, S., Kim, D. H., Lee, G., Whang, K. U., Lee, J. S., & Park, Y. L. (2010). An unusual case of congenital dermal melanocytosis. Annals of dermatology, 22(4), 460-462.
Schlepper, S., Hagen, M., Schulz, R., & Schmeling, A. (2024). Atypical localized Mongolian spots in dark pigmented skin-a challenge for forensic medical examination. International Journal of Legal Medicine, 138(5), 2065-2068.
Suaiti, L. H., Damji, Y. A., & Lee, M. S. (2017). Pediatric Dermatology. In Dermatoanthropology of Ethnic Skin and Hair (pp. 285-313). Cham: Springer International Publishing.
Quazi, S., Choudhary, S., Singh, A. L., Saoji, V., Khan, K., & Jawade, S. (2023). The study on the prevalence of Mongolian spots in the neonates. Journal of Family Medicine and Primary Care, 12(7), 1435-1438.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
This journal provides immediate open access to its content on the principle that making research freely available to the public supports a greater global exchange of knowledge.
Articles published in the Health Policy, Economics and Sociology are licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) License. You are free to share and adapt the material for any purpose, even commercially, provided you give appropriate credit to the original author(s) and the source.
ჟურნალი უზრუნველყოფს დაუყოვნებელ ღია წვდომას მის შინაარსზე იმ პრინციპით, რომ კვლევის შედეგების საჯაროდ ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ცოდნის გლობალურ გაცვლას.
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ვრცელდება Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) ლიცენზიით. თქვენ უფლება გაქვთ გაავრცელოთ ან გამოიყენოთ მასალა ნებისმიერი (მათ შორის კომერციული) მიზნით, იმ პირობით, რომ მიუთითებთ ავტორ(ებ)ს და პირველწყაროს.








