გულის გაჩერება მისი მოქმედების წარმატებული აღდგენით: პოსტრეანიმაციული მდგომარეობის მართვა

ავტორები

  • თამარ გველუკაშვილი აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
  • ეკა კიკილაშვილი აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
  • სამსონ ქაჯაია აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
  • რევაზ ჯორბენაძე აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

საკვანძო სიტყვები:

უეცარი კარდიული სიკვდილი, სამედიცინო პროცედურებით გამოწვეული ჰიპოთირეოზი და ჰიპოპარათირეოზი, პარკუჭოვანი ტაქიკარდია

ანოტაცია

შესავალი: გულის სპონტანური გაჩერება გლობალური ჯანდაცვის კრიტიკული გამოწვევაა, რაც ხშირად გამოწვეულია სიცოცხლისთვის საშიში არითმიებით. მიუხედავად რეანიმაციული ტექნიკის გაუმჯობესებისა, პროგნოზი და ნევროლოგიური გამოსავალი კვლავ მძიმე რჩება, განსაკუთრებით ხანგრძლივი ასისტოლიის პირობებში. შემთხვევის აღწერა: სტატიაში განხილულია 68 წლის ქალბატონის კლინიკური შემთხვევა, რომელსაც ანამნეზში აღენიშნებოდა ტოტალური თირეოიდექტომია და თანმხლები ჰიპოპარათირეოზი. პაციენტს განუვითარდა გულის გაჩერება (35-წუთიანი რეანიმაცია). კლინიკური კვლევისას გამოვლინდა მძიმე ჰიპოთირეოზი (TSH - 43.04 mIU/ml), ჰიპოკალცემია და პერსისტენტულად გახანგრძლივებული QTc ინტერვალი. შედეგები: სისხლძარღვოვანი პათოლოგიის გამორიცხვის შემდეგ, არითმოგენული რისკების მართვის მიზნით, იმპლანტირდა ერთკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (VVI-ICD). პოსტოპერაციულ პერიოდში აგრეგატმა წარმატებით მოახდინა პარკუჭოვანი ტაქიკარდიის სამი ეპიზოდის კუპირება. პაციენტი გაეწერა სტაბილურ მდგომარეობაში, გაუმჯობესებული ნევროლოგიური სტატუსით. დასკვნა: ენდოკრინული დარღვევები, კერძოდ მძიმე ჰიპოთირეოზი და ჰიპოკალცემია, წარმოადგენს ფატალური არითმიების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს. ICD-ის იმპლანტაცია მსგავს შემთხვევებში გადარჩენის მაღალ ალბათობას უზრუნველყოფს.

წყაროები

Wong, C. X., Brown, A., Lau, D. H., Chugh, S. S., Albert, C. M., Kalman, J. M., & Sanders, P. (2019). Epidemiology of sudden cardiac death: global and regional perspectives. Heart, Lung and Circulation, 28(1), 6-14.

Arawwawala, D., & Brett, S. J. (2007). Clinical review: Beyond immediate survival from resuscitation–long-term outcome considerations after cardiac arrest. Critical Care, 11(6), 235.

Petrie, J., Easton, S., Naik, V., Lockie, C., Brett, S. J., & Stümpfle, R. (2015). Hospital costs of out-of-hospital cardiac arrest patients treated in intensive care; a single centre evaluation using the national tariff-based system. BMJ open, 5(4), e005797.

Sawyer, K. N., Camp-Rogers, T. R., Kotini-Shah, P., Del Rios, M., Gossip, M. R., Moitra, V. K., ... & American Heart Association Emergency Cardiovascular Care Committee; Council on Cardiovascular and Stroke Nursing; Council on Genomic and Precision Medicine; Council on Quality of Care and Outcomes Research; and Stroke Council. (2020). Sudden cardiac arrest survivorship: a scientific statement from the American Heart Association. Circulation, 141(12), e654-e685.

Bahn, R. S., Burch, H. B., Cooper, D. S., Garber, J. R., Greenlee, M. C., ... & Stan, M. N. (2011). Hyperthyroidism and other causes of thyrotoxicosis: management guidelines of the American Thyroid Association and American Association of Clinical Endocrinologists. Thyroid, 21(6), 593-646.

Lehmann MH, Hardy S, Archibald J, et al. Hypocalcemia-induced torsade de pointes. Am J Cardiol. 1988;62(10 Pt 1):792–793. doi:10.1016/0002-9149(88)90659-5 (6)

Saxon, L. A., Hayes, D. L., Gilliam, F. R., Heidenreich, P. A., Day, J., Seth, M., ... & Boehmer, J. P. (2010). Long-term outcome after ICD and CRT implantation and influence of remote device follow-up: the ALTITUDE survival study. Circulation, 122(23), 2359-2367.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-02-05

როგორ უნდა ციტირება

გველუკაშვილი თ., კიკილაშვილი ე., ქაჯაია ს., & ჯორბენაძე რ. (2026). გულის გაჩერება მისი მოქმედების წარმატებული აღდგენით: პოსტრეანიმაციული მდგომარეობის მართვა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 10(1). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/10806

გამოცემა

სექცია

კლინიკური შემთხვევის აღწერა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.