დედების დამოკიდებულება იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით განსაზღვრული პროფილაქტიკური აცრების შესახებ საქართველოში

ავტორები

  • მარიამ ამბროლაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0003-5685-4953
  • ანა გულუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0005-7115-7181

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, პრევენცია, ინფექციური დაავადებები, ბავშვთა იმუნიზაცია, ვაქცინაცია

ანოტაცია

შესავალი: იმუნიზაცია წარმოადგენს ინფექციური დაავადებების პრევენციის საუკეთესო გზას. საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ გამოწვევას მიეკუთვნება  რუტინული ვაქცინაციით მოცვის 95%-იანი მაჩვენებლის შენარჩუნება, რომელზეც პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობისა და განსაკუთრებით მშობლების ინფორმირებულობა. კვლევის მიზანია დედების დამოკიდებულების შესწავლა იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით განსაზღვრული პროფილაქტიკური აცრების შესახებ, ამ დამოკიდებულების განმაპირობებელი ფაქტორების და იდენტიფიცირებული სირთულეების დაძლევის გზების ძიება. მეთოდოლოგია: თვისობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა მშობლების და ექიმ-პედიატრების გამოკითხვა. შედეგები, დისკუსია: კვლევამ აჩვენა, რომ იმუნიზაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია და საჭიროებს მიზანმიმართული აქტივობების განხორციელებას. ვაქცინაციის გვერდით მოვლენებსა და  იმუნიზაციის ქცევას შორის მჭიდრო კავშირია, ვინაიდან სწორედ გვერდითი მოვლენები ახდენენ ზეგავლენას მშობლების გადაწყვეტილებებზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებელზე. დასკვნა: ვაქცინაციის მიმართ შიში უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია უცოდინრობით, შესაბამისად, პრობლემის დაძლევა უნდა დავიწყოთ მართებული ინფორმაციის მიწოდებით, ვინაიდან ვაქცინაციაზე უარის თქმის ძირითად მიზეზი არის  არასწორი ინფორმაცია და კომუნიკაციის ნაკლებობა.

წყაროები

გაეროს ბავშვთა ფონდი, & ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი N. (2016). მოსახლეობის ცოდნის დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესწავლა იმუნიზაციასთან მიმართებაში 2016.

ვერულავა თ, ჯაიანი მ. (2019). იმუნიზაციის შესახებ დედების ცოდნისა და დამოკიდებულებების კვლევა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 3:1–23. https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6382

ნიჟარაძე დ. (2023). სტუდენტთა ცოდნისა და დამოკიდებულებების კვლევა COVID-19 ვაქცინაციის მიმართ. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 7(1). https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6814

პირადაშვილი ნ., ტაბიძე ბ. (2023). გრიპის და რესპირატორული ვირუსის ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები ბავშვებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 7(1). https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6606

სამყურაშვილი ლიანა, & გოგონაია ირინა. (2021). ინფექციური დაავადებები და მათი მკურნალობა ქართულ წერილობით წყაროებში. 0–2.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. (2017). იმუნიზაციის კვლევა საქართველოში (p. 76).

საქართველოს მთავრობა. (2011). 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=63

შენგელია მ. (2022). Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისადმი უნდობლობა: აცრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ბარიერები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 6. https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6305

Chikovani I, Foundation CI, Imnadze P, General D, Jabidze L. (2021). Country Case Study : Lessons Learned from Georgia ’ s Experience Transitioning from Gavi Support. Curatio International Foundation. https://www.linkedimmunisation.org/wp-content/uploads/2021/10/Georgia-Transition-Case-Study-final.pdf

Filia A, Bella A, D’Ancona F, Fabiani M, Giambi C, Rizzo C, Ferrara L, Pascucci MG, Rota MC. (2019). Childhood vaccinations: Knowledge, attitudes and practices of paediatricians and factors associated with their confidence in addressing parental concerns, Italy, 2016. Eurosurveillance, 24(6). https://doi.org/10.2807/1560-7917.ES.2019.24.6.1800275

Kuznetsova L, Cortassa G, Trilla A. (2021). Effectiveness of mandatory and incentive-based routine childhood immunization programs in europe: A systematic review of the literature. Vaccines, 9(10), 1–30. https://doi.org/10.3390/VACCINES9101173

Zoidze A. (2016). Draft Report on Immunization Assessment Module of HFSA. Curatio International Foundation.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-04

როგორ უნდა ციტირება

ამბროლაძე მ., & გულუა ა. (2024). დედების დამოკიდებულება იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით განსაზღვრული პროფილაქტიკური აცრების შესახებ საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 8(2). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/8219