საზოგადოება, როგორც დამატებითი სტრეს ფაქტორი განქორწინებულ ქალებში

ავტორები

  • თამთა ჭიჭინაძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სალომე მუშტაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

დისკრიმინაცია, სტიგმატიზაცია, რესოციალიზაცია, ოჯახი, სტრესი

ანოტაცია

ნაშრომში წარმოდგენილია საზოგადოების, როგორც დამატებითი სტრეს ფაქტორის გავლენა განქორწინებულ ქალებზე, გარშემომყოფების მიერ მათი მდგომარეობის აღქმა,  ოჯახის წევრებისა და ახლობლების დამოკიდებულება, კავშირის დადგენა განქორწინებასა და დასაქმებას შორის. ინფორმაცია მოპოვებულია სოციოლოგიური კვლევის რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით, რომლის დროსაც რესპონდენტებს – თბილისში მცხოვრებ 17 დან 35 წლამდე განქორწინებულ ქალებს დაურიგდათ კითხვარები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა განქორწინებულ ქალებში საზოგადოების, როგორც დამატებითი სტრესის გამომწვევი ფაქტორის ზეგავლენა. კერძოდ, როგორ აღიქვამენ გარშემომყოფები განქორწინებულ ქალებს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დამოკიდებულება, არსებობს თუ არა კავშირი განქორწინებასა და დასაქმებას შორის. კვლევა მნიშვნელოვანია განქორწინებული ქალებისათვის, მათი ოჯახებისათვის, დამსაქმებლებისათვის და ამ საკითხით დაინტერესებული პირებისათვის. დღეისათვის არ არსებობს კვლევა, რომელიც ეხება განქორწინების შემდგომ საზოგადოების, როგორც სტრესის გამომწვევი ფაქტორის ზეგავლენას.

წყაროები

საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში. გაეროს განვითარების პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“. თბილისი, 2013

თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვის სოციოლოგიის შესავალი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ცენტრი, 2017

კალჰუნი, ქრეგ, ლაითი, დონალდ, კელერი, სუზენ, სოციოლოგია, სოციალიზაცია ზრდასრულ ასაკში, დესოციალიზაცია და რესოციალიზაცია, 2008

შიდსი მეგობრობით არ გადადის!“ – რა უნდა გავაკეთოთ, რომ აივ-ინფიცირებულთა მიმართ დისკრმინაციული დამოკიდებულება შეიცვალოს. რეპორტიორი.გე http://reportiori.ge/old/aww.ge/marao.ge?menuid=74&id=62200&lang=1

კუბლაშვილი, ბაია, განქორინება და მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლები.

William R. Avison and R. Jay Turner, Stressful Life Events and Depressive Symptoms: Disaggregating the Effects of Acute Stressors and Chronic Strains, 2016

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2018-10-03

როგორ უნდა ციტირება

ჭიჭინაძე თ., & მუშტაშვილი ს. (2018). საზოგადოება, როგორც დამატებითი სტრეს ფაქტორი განქორწინებულ ქალებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 1. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6807

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა