რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად მიგრირებული სტუდენტების სოციალიზაცია და ჯანმრთელობა
საკვანძო სიტყვები:
ჯანმრთელობა, სტუდენტების სოციალიზაცია, ფსიქიატრიული მომსახურება, სტუდენტთა მიგრაციაანოტაცია
შესავალი: ბოლო წლებში, რეგიონებიდან დედაქალაქში სტუდენტთა მიგრაციამ მაშტაბური ხასიათი მიიღო, ამის ძირითად მიზეზს კი თბილისში არსებული უამრავი უნივერსიტეტი წარმოადგენს. კვლევის მიზანია შეისწავლოს ის ძირითადი პრობლემები, რომელთაც სტუდენტები დედაქალაქში ჩამოსვლისას აწყდებიან და წარმოაჩინოს ამ ფაქტორების გავლენა მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი რეგიონებიდან თბილისში ჩამოსულ სტუდენტებთან ნახევრად სტრუქტურიზებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები, დისკუსია: კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტებს პირველ წლებში ძალიან გაუჭირდათ ადაპტაცია ქალაქთან, ისინი ნაკლებად სტუმრობდნენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, არ იყვნენ ჩართულნი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ზოგიერთს თრგუნავდათ დამოუკიდებლობის მაღალი მაჩვენებელი, ზოგიერთისთვის კი სტრესული აღმოჩნდა საოჯახო საქმეები. ამასთან, ადაპტაციის პრობლემა გამოიკვეთა ისეთ ფაქტორებთან დაკავშირებით, როგორიცაა ხმაური, გადაადგილება, ტრანსპორტი, კვება და ა.შ., რომელთა გამოც სტუდენტები უძილობას, გაღიზიანებას, წონაში მომატებას, დაღლასა და ჯამრთელობის სხვადასხვა პრობლემებს უჩივიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოსვლიდან 2-3 წლის შემდეგ ადაპტაციის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად შემსუბუქდა მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის გარკვეული ტრენინგების ჩატარება და საუბრები მათი პრობლემების შესახებ. ამასთან, მათთვის უფრო მოქნილი და მორგებული გარემოს შექმნა, აქტიური ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, რათა გაიზარდოს მათი სოციალიზაციის ხარისხი.
წყაროები
ომანაძე, ს. გაჩეჩილაძე, მ. ლებანიძე, ა. ჩაჩანიძე, ს. (2016); თაობა გარდამავალ პერიოდში – ახალგაზრდობის კვლევა 2016 საქართველო; თბილისი, საქართველო; ფრიდრიხ ებერტის ფონდი სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. გვ.17
Faculty of Economics and Administrative Sciences, Department of Social Work, Hacettepe University, Ankara, Turkey. Correlates of loneliness among university students. (13-10-2008)
Psychological and Emotional Stress among the Students Living in Dormitory: A Comparison between Normal and Depressive Students. Department of Psychiatry, Chonbuk National University Hospital, Jeonju, Korea.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2018 ნინო კაპანაძე, სოფიკო ჩილინგარაშვილი, ბექა თათოშვილი, თამარ ფანჩულიძე
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .