პირველადი ჯანდაცვის ექთნების როლი გულის უკმარისობის პაციენტების ინფორმირებულობის ამაღლებაში
საკვანძო სიტყვები:
ექთნები, პირველადი ჯანდაცვა, გულის უკმარისობაანოტაცია
შესავალი: გულის უკმარისობა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ კონტოლს და ცხოვრების წესთან ადაპტაციას. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა პირველადი ჯანდაცვის ექთნების მიერ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის დაავადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის მედდების გამოკითხვა. შედეგები, დისკუსია: კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ექთნები ახორციელებენ საგანმანათლებლო თემების მიწოდებას გულის ულმარისობის მქონ პაციენტებისთვის. რეკომენდაციები: საგანმანათლებლო მასალებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა, რათა უკეთ უზრუნველყონ პაციენტების განათლება ბუკლეტების გამოყენებით. პროფესიული განათლების მქონე პირველადი ჯანდაცვის ექთნებისათვის სისტემატურად ორგანიზდეს გადამზადების კურსები და ლექცია-სემინარები კარდიოლოგიურ საკითხებთან და კარდიოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებთან ურთიერთობის შესახებ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .