პალიატიური ზრუნვის პრობლემები საქართველოში თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლის მაგალითზე

ავტორები

  • მარიამ ტურიაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ცოტნე ფულარია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დიმა ჭილაია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გურამ სოლოღაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მარიამ კვატაძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ლაშა ხიჯაკაძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ინკურაბელური პაციენტები, პალიატიური ზრუნვა, ჰოსპისი

ანოტაცია

შესავალი: საქართველოში ფუნქციონირებს რამოდენიმე ჰოსპისი, რომლებიც ახორციელებენ ინკურაბელურ პაციენტებზე ზრუნვას. კვლევის მიზანია პალიატიურ ზრუნვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლის მაგალითზე. მეთოდოლოგია: პირველადი და მეორადი ლიტერატურული წყაროების შესწავლასთან ერთად თვისებრივი კვლევის ფარგლებში მოხდა დარგის ექსპერტთა სიღრმისეული გამოკითხვა. შედეგები, დისკუსია: წლიდან წლამდე იზრდება იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებმაც მოწყალების სახლში მიიღეს პალიატიური ზრუნვა. ამისათვის გამოყოფილი 6 ადგილი სრულად დატვირთულია მთელი წლის განმავლობაში. ქვეყანაში არსებული საწოლების მწირი რაოდენობა ავადმყოფთა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. პალიატიური ზრუნვის შესახებ მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ისინი ვერ იღებენ სათანადო პალიატიურ სერვისებს. დასკვნა, რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საქართველოში პალიატიური ზრუნვის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა, პალიატიური ზრუნვის შესახებ მოსახლეობის განათლების ამაღლება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-02

როგორ უნდა ციტირება

ტურიაშვილი მ., ფულარია ც., ჭილაია დ., სოლოღაშვილი გ., კვატაძე მ., & ხიჯაკაძე ლ. (2019). პალიატიური ზრუნვის პრობლემები საქართველოში თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლის მაგალითზე. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 1, 23–28. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6501

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა