საპენსიო დაზღვევის რეფორმა საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
სოციალური დაცვა, საპენსიო დაზღვევაანოტაცია
შესავალი. საქართველოში არსებული საპენსიო სისტემა, მიმდინარე დემოგრაფიული დაბერების ფონზე, გარკვეულწილად ნაკლოვანია სამომავლო პერსპექტივაში, რაც ამ სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე მიუთითებს. შემუშავებულია საპენსიო სისტემის რეფორმირების კონცეფცია. კვლევის მიზანია დავადგინოთ რამდენად პოზიტიური მოლოდინები არსებობს ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საპენსიო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით ან რამდენად არის საზოგადოება მზად ამგვარი ცვლილებისთვის. მეთოდოლოგია. თვისობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა სიღრმისეული ინტერვიუ დარგის ექსპერტებთან. გარდა ამისა, განხორციელდა საპენსიო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებული პირველადი და მეორეული მონაცემების ანალიზი. შედეგები, დასკვნა. საქართველოში არსებული პრობლემები გავლენას ახდენენ საპენსიო სისტემის რეფორმირების პროცესზე. აუცილებელია
ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის გზების დასახვა, უმუშევრობის პრობლემის მოგვარება, საპენსიო სისტემის რეფორმირებაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .