სტუდენტთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართ დამოკიდებულებების შეფასება

ავტორები

  • ნია ხაჩიძე მედიცინის ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ანა გიგუაშვილი მედიცინის ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინო ჩიხლაძე მედიცინის ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ტრავმული დაზიანება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება

ანოტაცია

შესავალი. ახალგაზრდა ასაკი თავისთავად დიდ რისკს წარმოადგენს ავარიებისთვის, ამიტომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში დაბალი ინფორმირების დონე და წესების ხშირი დარღვევა უფრო დიდი რისკის ქვეშ აქცევს სტუდენტებს. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს სტუდენტების დამოკიდებულებების შესწავლა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში. მეთოდოლოგია. გამოკითხვა ჩატარდა სპეციალურად შედგენილი სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. კვლევის სამიზნე ჯგუფად შეირჩა შვიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები საქართველოს ექვსი ქალაქიდან. შედეგები და დისკუსია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში სტუდენტები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე და შესაბამისად სათანადოდ ვერ აფასებენ ავტოავარიებთან დაკავშირებულ რისკებს და საკმარისი სიმძაფრით ვერ აღიქვამენ სხვადასხვა რისკის ქცევას. დასკვნა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის ამაღლება სოციალური მედიის, ინტერნეტის და საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-02

როგორ უნდა ციტირება

ხაჩიძე ნ., გიგუაშვილი ა., & ჩიხლაძე ნ. (2019). სტუდენტთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართ დამოკიდებულებების შეფასება. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 3. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6386

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები