სტუდენტების დამოკიდებულება გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ
საკვანძო სიტყვები:
გარემოს დაბინძურება, ჯანსაღი ცხოვრების წესიანოტაცია
შესავალი. გარემოს დაბინძურებამ კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე გლობალური ხასიათი მიიღო. მსოფლიოში არსებული გლობალური საფრთხეებიდან გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა. კვლევის მიზანია სტუდენტების დამოკიდებულების შესწავლა გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ. მეთოდოლოგია. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 ფოკუს-ჯგუფი და 4 სიღრმისეული ინტერვიუ. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, გამოვიყენეთ ტრიანგულაციური მიდგომა. კვლევის საწყისს ეტაპზე გავესაუბრეთ ექსპერტს. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე. შედეგები. რესპონდენტებს აქვთ განსხვავებული მიდგომები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. მათი აზრით, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ჰაერის, წყლის რესურსებისა და ნიადაგის დაბინძურება, ვინაიდან ეს სამი კომპონენტი ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რესპონდენტები ნაკლებად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით ღონისძიებებში. დასკვნა. გარემო დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. საჭიროა ადამიანის ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .