მენეჯერების აზრი საავადმყოფოს აკრედიტაციის განხორციელების შესახებ საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
საავადმყოფოს აკრედიტაცია, სამედიცინო ხარისხი, სერთიფიცირებაანოტაცია
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ჯერ კიდევ არ არის დანერგილი სამედიცინო ორგანიზაციების აკრედიტაცია, რომელიც ხარისხის მართვის კარგად აპრობირებულ ისტრუმენტს წარმოადგენს. 2010 წელს დამოუკიდებელ ჰოსპიტალთა ასოციაციამ, რომელიც იმ პერიოდში მხოლოდ 12 საავადმყოფოს აერთიანებდა, სცადა საავადმყოფოთა თვითშეფასების ჩატარება, მაგრამ მასში მხოლოდ 5-მა საავადმყოფომ მიიღო მონაწილეობა. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველში საავადმყოფოთა აკრედიტაციის სისტემის დანერგვის პერსპექტივების შეფასება უშუალოდ საავადმყოფოებში დასაქმებული მენეჯერების აზრის შესწავლის გზით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 46 საავადმყოფოში დასაქმებულმა 66-მა სხვადასხვა დონის მენეჯერმა.
გამოკითხულთა 97% თვლის, რომ აკრედიტაცია საჭიროა, 84,8%-ის აზრით ის უნდა იყოს სავალდებულო და შეესაბამებოდეს საერთაშორისო მოთხოვნებს, თუმცა, მხოლოდ 51,5%-თვის არის ცნობილი რომელიმე ქვეყნის აკრედიტაციის მოთხოვნები. კვლევაში მონაწილე საავადმყოფოებიდან რომელიმე ტიპის აკრედიტაციის მიღების მცდელობა ჰქონდა მხოლოდ 17,4%-ს, რომელთაგან 75% წარმატებული, ხოლო 25% წარუმატებელი იყო. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო სექტორი მხარს უჭერს აკრედიტაციის პროცესის დაწყებას, სახელმწიფოს აქტიური ჩარევისა და რეგულირების გარეშე ის ვერ დაიწყება.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .