საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკების აღქმა და ქცევები

ავტორები

  • თინათინ გზირიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ანა გიგუაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინო ჩიხლაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ტრავმული დაზიანება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკები, აღქმა, მოსახლეობა

ანოტაცია

საგზაო უსაფრთხოება გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკების აღქმის და ქცევის შეფასება. მეთოდოლოგია. გამოკითხვა ჩატარდა სპეციალურად შედგენილი სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 250 რესპონდენტი თბილისში. შედეგები და დისკუსია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს ქვეყანაში არსებული ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი რაოდენობა, მაგრამ გამოკითხულთაგან უმრავლესობამ აღიარა რომ არღვევს მოძრაობის წესებს, აჭარბებს სიჩქარის ლიმიტს, განსაკუთრებით ავტომაგისტრალებზე და ქალაქებს შორის გზებზე. დასკვნა. მნიშვნელოვანია, რომ ავტოსაგზაო უსაფრთხოება განისაზღვროს ქვეყნის პრიორიტეტად. ავტოსაგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად უნდა განხორციელდეს რიგი ღონისძიებები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის განათლება და სხვა.

ავტორის ბიოგრაფიები

თინათინ გზირიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

ანა გიგუაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

ნინო ჩიხლაძე , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-16

როგორ უნდა ციტირება

გზირიშვილი თ., გიგუაშვილი ა. ., & ჩიხლაძე ნ. (2020). საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკების აღქმა და ქცევები . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4, 48–56. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6083

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა