ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია 2022 წლის შემდეგ: მშვიდობისა და უსაფრთხოების განზომილება და საქართველოს შემთხვევა

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, მშვიდობა და უსაფრთხოება, დემოკრატიული მდგრადობა, გარე სტიმულების მოდელი, გეოპოლიტიზაცია, ევროკავშირის გაფართოება; გაფართოების პოლიტიკა

ანოტაცია

შესავალი: 2022 წლის შემდეგ ევროპაში შექმნილმა ახალმა გეოპოლიტიკურმა გარემომ მნიშვნელოვნად შეცვალა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის პრიორიტეტები და ინსტრუმენტები. წარსულში გაფართოება ძირითადად კანდიდატი სახელმწიფოების მიერ კოპენჰაგენის კრიტერიუმებისა და რეფორმების შესრულების შეფასებაზე იყო ორიენტირებული. დღეს მასში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიული მედეგობისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობის განზომილებები. ნაშრომი იკვლევს, რამდენად მიუთითებს ეს ცვლილებები გაფართოების პოლიტიკის ტრანსფორმაციაზე: ტექნიკური შეფასებისა და რეფორმების წახალისების მექანიზმიდან უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტამდე. მეთოდები: კვლევა ეფუძნება ევროკომისიის 2023-2025 წლების გაფართოების პაკეტების თვისებრივ და შედარებით დოკუმენტურ ანალიზს. თეორიულ ჩარჩოს წარმოადგენს შიმელფენიგისა და სედელმაიერის გარე წახალისების მოდელი (External Incentives Model, EIM). ანალიზი ხუთ მიმართულებას მოიცავს: ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დემოკრატიულ მედეგობას, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) დაახლოებას, კიბერუსაფრთხოებას, სტრატეგიულ კომუნიკაციასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ემპირიულ ქეისად გამოყენებულია საქართველო, 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან 2025 წლის ჩათვლით. შედეგები: უსაფრთხოების საკითხები გაფართოების შეფასებაში არაერთგვაროვნად ინტეგრირდება. CFSP-თან დაახლოება გეოპოლიტიკური ორიენტაციის გაზომვად ინდიკატორად იქცა, ჰიბრიდული საფრთხეები კი დემოკრატიული მედეგობის შეფასებას ერწყმის. კიბერუსაფრთხოება ინფრასტრუქტურული მედეგობის მიმართულებით ვითარდება. სტრატეგიული კომუნიკაცია და ენერგეტიკა ნაწილობრივ პირობითობისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. გეოპოლიტიკური არგუმენტის გაძლიერებას პირობითობის შესუსტება არ მოჰყოლია: 2025 წლის კომუნიკაცია გაფართოებას „მთავარ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად“ მოიხსენიებს, თუმცა პროცესს კვლავ მკაცრად და დამსახურებაზე დაფუძნებულად წარმოადგენს. 2025 წლის კომუნიკაცია სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლასა და გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ შეჩერებას აფიქსირებს. ამასობაში ენერგეტიკული თანამშრომლობა გაგრძელდა. დასკვნა: 2022 წლის შემდეგ გაფართოების პოლიტიკა უსაფრთხოების პოლიტიკით არ ჩანაცვლებულა. მისი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილება გაძლიერდა და არსებულ პირობითობის მექანიზმში ინტეგრირდა. გეოპოლიტიზაციამ შუალედური ჯილდოების წონა გაზარდა, განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსისა, მაგრამ მათი ეფექტი კვლავ გარე წახალისების მოდელის ცვლადებზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა საშინაო ადაპტაციის ხარჯებზე.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

Buscaneanu, S., & Li, A. X. (2024). The external incentives model embedded: Evidence from the European Union’s Eastern Neighbourhood. Journal of Common Market Studies, 62(3), 760-783. https://doi.org/10.1111/jcms.13532

Devuyst, Y. (2025). The European Union’s handling of hybrid threats: In search of the enlargement dimension. L’Europe Unie / United Europe, 22, 7-19.

European Commission. (2021). 2021 communication on EU enlargement policy (COM(2021) 644 final). https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2021-10/20211019-2021-communication-on-eu-enlargement-policy_en.pdf

European Commission. (2022). Commission opinion on Georgia’s application for membership of the European Union (COM(2022) 405 final). https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:52022DC0405

European Commission. (2023a). 2023 communication on EU enlargement policy (COM(2023) 690 final). https://enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/COM_2023_690%20Communication%20on%20EU%20Enlargement%20Policy_and_Annex.pdf

European Commission. (2023b). Georgia 2023 report (SWD(2023) 697 final). https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-15141-2023-INIT/en/pdf

European Commission. (2024a). 2024 communication on EU enlargement policy (COM(2024) 690 final). https://enlargement.ec.europa.eu/document/download/7c67aed6-e7c2-47de-b3f8-b3edd26a3e26_en?filename=COM_2024_690_1_EN_ACT_part1_v11.pdf

European Commission. (2024b). Georgia 2024 report (SWD(2024) 697 final). https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:52024SC0697

European Commission. (2024c, October 30). Commission adopts 2024 Enlargement Package [Press release]. https://enlargement.ec.europa.eu/news/commission-adopts-2024-enlargement-package-2024-10-30_en

European Commission. (2025a). 2025 communication on EU enlargement policy (COM(2025) 690 final). https://enlargement.ec.europa.eu/document/download/eb69a890-40d6-4696-801e-612d51709fdd_en?filename=2025+Communication+on+EU+Enlargement+Policy.pdf

European Commission. (2025b). Georgia 2025 report (SWD(2025) 757 final). https://enlargement.ec.europa.eu/document/download/b3089ad4-26be-4c6a-84cc-b9d680fe0a48_en?filename=georgia-report-2025.pdf

European Council. (2024a). European Council conclusions, 27 June 2024 (EUCO 15/24).

European Council. (2024b). European Council conclusions, 17 October 2024 (EUCO 25/24).

European External Action Service. (n.d.). Questions and answers about the East StratCom Task Force. https://www.eeas.europa.eu/eeas/questions-and-answers-about-east-stratcom-task-force_en

Kardava, E., & Chelidze, G. (2024). Features of EU enlargement policy: A vision from Georgia. TalTech Journal of European Studies, 14(1), 141-159. https://doi.org/10.2478/bjes-2024-0007

Kirkitadze, M. (2024, December 24). From ally to outcast, what’s next for Georgia’s cyber future? Binding Hook. https://bindinghook.com/from-ally-to-outcast-whats-next-for-georgias-cyber-future/

Nikoleishvili, N. (2026, May 15). Georgia’s energy ambitions meet geopolitical reality. aNewz. https://anewz.tv/region/south-caucasus/20129/georgias-energy-ambitions-meet-geopolitical-reality/news

Ognjanoska Stavrovska, L. (2024). EU enlargement conundrum: Conditionality meets geopolitics. WEASA. https://www.weasa.org/wp-content/uploads/2024/03/EU-Enlargement-Conundrum-Lea-O-WEASA-2024.pdf

Schimmelfennig, F., & Sedelmeier, U. (2004). Governance by conditionality: EU rule transfer to the candidate countries of Central and Eastern Europe. Journal of European Public Policy, 11(4), 661-679. https://doi.org/10.1080/1350176042000248089

Schimmelfennig, F., & Sedelmeier, U. (2020). The Europeanisation of Eastern Europe: The external incentives model revisited. Journal of European Public Policy, 27(6), 814-833. https://doi.org/10.1080/13501763.2019.1617333

Scicluna, N. (2025). Framing enlargement after the Russian invasion of Ukraine: Between geopolitical drivers and procedural roadblocks. Journal of European Public Policy, 32(12), 3034-3058. https://doi.org/10.1080/13501763.2025.2557432

Staelens, J. (2025, October 21). The EU enlargement test: Dilemmas of geopolitics, conditionality, and public concerns. Egmont Institute. https://egmontinstitute.be/the-eu-enlargement-test-dilemmas-of-geopolitics-conditionality-and-public-concerns/

von der Leyen, U. (2023, November 8). Statement by President von der Leyen on the 2023 Enlargement Package and the new Growth Plan for the Western Balkans. European Commission. https://enlargement.ec.europa.eu/news/statement-president-von-der-leyen-2023-enlargement-package-and-new-growth-plan-western-balkans-2023-11-08_en

გამოქვეყნებული

2026-11-06

ციტირების წესი

ჭელიძე გ. (2026). ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია 2022 წლის შემდეგ: მშვიდობისა და უსაფრთხოების განზომილება და საქართველოს შემთხვევა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 10((დამატება / Supplement). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/12364

მსგავსი სტატიები

Showing 21-30 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.