საერთაშორისო თანამშრომლობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში: ევროკავშირის ინიციატივა და დაკავშირებული სხვა პროგრამები

ავტორები

  • გივი ამირანაშვილი სახელმწიფო მართვის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/healthecosoc.2026.10.02.1

საკვანძო სიტყვები:

ევროკავშირი

ანოტაცია

შესავალი: ევროკავშირმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების   ინიციატივა (EU CBRN Centres of Excellence) 2010 წელს აამოქმედა, რათა შეემცირებინა ევროკავშირის საზღვრებს გარეთ არსებული საფრთხეები. სწორედ ამ მიზნით, აღნიშნული ინიციატივა აყალიბებს მრავალმხრივ პარტნიორობას 63 ქვეყანასთან მსოფლიოს რვა რეგიონში. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ეროვნული სამოქმედო გეგმების (NAPs) შემუშავებაში, რაც ითვალისწინებს რისკების შემცირების ადგილობრივი შესაძლებლობების შექმნასა და გაძლიერებას. მეთოდოლოგია: წინამდებარე კვლევის მეთოდოლოგიური ჩარჩო ეფუძნება სხვადასხვა თვისებრივი მეორეული წყაროს კომპლექსურ ანალიზს. შესწავლილია ევროკომისიის, ევროპის აუდიტორთა სასამართლოსა და ევროპარლამენტის რეზოლუციები და ანგარიშები. გარდა ამისა, ნაშრომი ეყრდნობა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ დოკუმენტებსა და ციფრულ რესურსებს, აგრეთვე სამეცნიერო მონოგრაფიებსა და რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს. შედეგები: კვლევამ აჩვენა, რომ EU CBRN CoE-ის ინსტიტუციური არქიტექტურა ეყრდნობა მყარ შიდა კოორდინაციის ქსელს, რომლის მთავარი ფიგურანტები არიან ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC) და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევითი ინსტიტუტი (UNICRI). ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების (FPI) სამსახური საერთო კოორდინაციას უწევს ამ ორგანოებს და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურთან (EEAS) ერთად მოქმედებს, როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. EU CBRN CoE ინიციატივამ მიაღწია რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს. პირველ რიგში, დიდი სამუშაო გასწია მსოფლიო უკეთ მომზადებულიყო პანდემიებთან გასამკლავებლად, მათ შორის, COVID-19, ებოლას ვირუსით და სხვა ახალი ინფექციური დაავადებებით გამოწვეული აფეთქებების წინააღმდეგ. სტატია ასახავს, თუ როგორ თანამშრომლობს ევროკავშირის ეს ინიციატივა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რაც ქმნის ურთიერთდახმარების ბერკეტებს და სინერგიას ამ პროცესში. თუმცა, შედეგები მიუთითებს, რომ ინიციატივა გამოწვევების წინაშე დგას. არსებობს ტენდენცია, რომ ინდივიდუალური დონორების პროგრამები ერთმანეთისგან იზოლირებულად საქმიანობენ. ასევე, არ არის საკმარისი ორმხრივი და მრავალმხრივი კომუნიკაცია იმის უზრუნველსაყოფად, რათა არ მოხდეს პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა საერთაშორისო აქტორების მიერ განხორციელებული სამუშაოების გადაფარვა. დასკვნა: გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, EU CBRN CoE უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც გლობალურ საკოორდინაციო პლატფორმად. FPI, EEAS, JRC და UNICRI-მ უნდა გააგრძელონ ერთიანი, ყოვლისმომცველი სტრატეგიის განვითარება.  ამასთანავე, უნდა გაძლიერდეს პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირის დელეგაციების მხრიდან. ხელი უნდა შეეწყოს ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო აქტორის მოთხოვნებს და თავიდან აიცილებს პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების შექმნისა და გაძლიერების პროცესში ძალისხმევის დუბლირებას.

წყაროები

Commission of European Communities. (2021). IFS/2012/305778 Annex 1-European Community contribution agreement with an international organization, “EU CBRN Risk Mitigation Centres of Excellence” Coordination and CBRN Need Assessment Methodology, Brussels, Ref. Ares (2021) 3823898-11/06/2021

Council of European Union (2020). Annual Progress Report on the implementation of the European Union Strategy against the Proliferation of Weapons of Mass Destruction (2020), (2021/C 298/01) notices (IV) from European Union Institutions, bodies, offices and agencies, Official Journal of the European Union, 26.07.2021.

European Union, 15th years of International cooperation through the EU CBRN Risk Mitigation Centres of Excellence Initiative, Luxembourg: Publications Office of the EU, 2025 p. 81 available online https://cbrn-risk-mitigation.network.europa.eu/publications/15-years-international-cooperation-through-eu-cbrn-risk-mitigation-centres-excellence-initiative_en

European Parliament, resolution of 29 April 2015 on the Court of Auditors' special reports in the context of the 2013 Commission discharge. Document P8_TA(2015)0119, 2015

European Union, EU Chemical, Biological, Radiological and Nuclear Risk Mitigation Centres of Excellence (CoE), available online https://cbrn-risk-mitigation.network.europa.eu/eu-cbrn-centres-excellence/network_en

European Commission, IFS/2016/381-687 Annex I Technical Specifications "Worldwide technical support to the EU CBRN Centres of Excellence" to Administrative Arrangement between DG International Cooperation and development (DG DEVCO) and Joint Research Centre (JRC), Brussels, Ref. Ares (2017)1223099 - 08/03/2017.

European Court of Auditors, The EU Chemical, Biological, Radiological and Nuclear Centres of Excellence: more progress needed, European Court of Auditors, Publications Office of the European Union, Special Report, N 14, 2018

European Commission, Instrument contributing to Stability and Peace (IcSP), Thematic Strategy Paper 2014-2020, Multi-annual Indicative Programme 2014-2017 (Annex).

Grip, L. (2017). The European Union and Non-Proliferation, 2014-17. EU Non-Proliferation Consortium Final Report. http://europa.eu.int/comm/enlargement/pas

Kienzle, B. (2013). A European contribution to non-proliferation? The EU WMD Strategy at ten. International Affairs, 89(5), 1143-1159.

Mignone, A. (2013). The European Union's Chemical, Biological, Radiological and Nuclear Centres of Excellence Initiative. EU Non-Proliferation Consortium. available online: https://www.sipri.org/publications/2013/eu-non-proliferation-papers/european-unions-chemical-biological-radiological-and-nuclear-centres-excellence-initiative

Pacheco Pardo, R. (2012). Normal Power Europe: Non-proliferation and the normalization of EU's foreign policy. Journal of European integration, 34(1), 1-18.

https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/07036337.2011.566334?scroll=top&needAccess=true

Schmid, H. (2018). Interview, the European- Security and Defence Union, volume N28, June 2018

Simonart, T. (2020). A network of networks to support CBRN risk mitigation, including non-proliferation. The European Security and Defence Union, 6 August 2020, available online. https://magazine-the-european.com/2020/08/06/the-eu-cbrn-centres-of-excellence-10-years-of-cooperation/

Trapp, R. (2017). The EU's CBRN Centres of Excellence initiative after six years. available online: https://sipri.org/sites/default/files/EU_NPC_no_55.pdf

Vardulakis, G. (2015). National Action Plans, CBRN CoE newsletter, Joint Research Centre, Volume 11, September 2015

UN Interregional Crime and Justice Research Institute, https://unicri.org/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-26

როგორ უნდა ციტირება

ამირანაშვილი გ. (2026). საერთაშორისო თანამშრომლობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში: ევროკავშირის ინიციატივა და დაკავშირებული სხვა პროგრამები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 10(2). https://doi.org/10.52340/healthecosoc.2026.10.02.1

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.