სურსათის ფასები და კვებითი ხარისხი საქართველოში: სოციალურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფაქტორები

ავტორები

  • ნინო ძირკველიშვილი აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
  • თამთა უთნელიშვილი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, ულტრა-დამუშავებული საკვები, სოციალური უთანასწორობა, ფასების სტაბილურობა, კვებითი ხარისხი, ეკონომიკური ხელმისაწვდომობა

ანოტაცია

 

შესავალი: სურსათის ფასსა და კვებით ხარისხს შორის არსებული დისბალანსი თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს დეტერმინანტს წარმოადგენს. გლობალური და ლოკალური ტენდენციები ადასტურებს, რომ ნუტრიციულად სრულფასოვანი პროდუქტები ხშირად ხასიათდება მაღალი საბაზრო ღირებულებით, რაც ენერგეტიკულად მკვრივი, თუმცა ნუტრიციულად ღარიბი საკვების მოხმარების ზრდას განაპირობებს. ნაშრომის მიზანია საქართველოში სურსათის ფასისა და კვებითი ხარისხის ურთიერთდამოკიდებულების კომპლექსური ანალიზი, სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შეფასება და იმ ტექნოლოგიური თუ მაკროეკონომიკური ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსახლეობის კვებით სტატუსზე. მეთოდები: კვლევა ეფუძნება შერეული მონაცემების ანალიზს, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მკვლევარების ფუნდამენტურ ნაშრომებს. ემპირიულ ბაზისად გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა (Geostat) და CRRC Georgia-ს 2024 წლის აქტუალური მონაცემები. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს მეორეულ მონაცემთა შედარებით ანალიზს, ფასების დინამიკის შეფასებას და სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების კორელაციას კვებით ხელმისაწვდომობასთან. შედეგები: კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაღალი იმპორტდამოკიდებულება, ფასების ცვალებადობა და შემოსავლების გამოხატული უთანასწორობა პირდაპირ აისახება მოსახლეობის კვებით არჩევანზე. ულტრა-დამუშავებული პროდუქტების მაღალი ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა კორელაციაშია საქართველოში არაგადამდები დაავადებების (სიმსუქნე, დიაბეტი) პრევალენტობის ზრდასთან. დადგინდა, რომ რეგიონული განსხვავებები და ტექნოლოგიური ჩამორჩენა შენახვა-გადამუშავების ჯაჭვში დამატებით ბარიერს ქმნის ჯანსაღი პროდუქტების ფასების სტაბილურობისთვის. დასკვნა: კვებითი ხარისხის გაუმჯობესება მოითხოვს მულტისექტორულ მიდგომას, რომელიც გააერთიანებს ეკონომიკურ სტიმულირებას, ნუტრიციულ განათლებას და მკაცრ ტექნოლოგიურ რეგულაციებს. სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად პრიორიტეტულია სახელმწიფო ინტერვენცია სკოლის კვების პროგრამების, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისა და სურსათის ფორტიფიკაციის მეთოდების დანერგვის გზით.

წყაროები

1. მამნიაშვილი გ. (2024). ბავშვთა კვების პროდუქტების შერჩევა: ნდობა, ღირებულების აღქმა და ყიდვის ქცევა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 8(2). https://doi.org/10.52340/healthecosoc.2024.08.02.15

2. პაპიაშვილი თ., & ვერულავა თ. (2024). სტუდენტთა დამოკიდებულება ჯანსაღი კვების მიმართ და მათი კვებითი ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 8(1). https://doi.org/10.52340/healthecosoc.2024.08.01.01

3. Darmon, N., & Drewnowski, A. (2008). Does social class predict diet quality? American Journal of Clinical Nutrition, 87(5), 1107–1117. https://doi.org/10.1093/ajcn/87.5.1107

4. Drewnowski, A. (2010). The cost of US foods as related to their nutritive value. American Journal of Clinical Nutrition, 92(5), 1181–1188. https://doi.org/10.3945/ajcn.2010.29269 [16.02.2026]

5. Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO). (2019). The State of Food Security and Nutrition in the World 2019. Rome: FAO. https://www.fao.org/3/ca5162en/ca5162en.pdf [16.02.2026]

6. Geostat. (2024). Household Budget Survey, Georgia. Tbilisi: Geostat. [16.02.2026]

7. Monteiro, C. A., Cannon, G., Lawrence, M., Costa Louzada, M. L., & Pereira Machado, P. (2019). Ultra-processed foods: what they are and how to identify them. Public Health Nutrition, 22(5), 936–941. https://doi.org/10.1017/S1368980018003762

8. Oxfam European Union for Georgia. (n.d.). Food security and nutritional status assessment in Georgia. Oxfam. https://oxfam.org.ge/publications [16.02.2026]

9. Rao, M., Afshin, A., Singh, G., & Mozaffarian, D. (2013). Do healthier foods and diet patterns cost more than less healthy options? BMJ Open, 3(12), e004277. https://bmjopen.bmj.com/content/3/12/e004277 [16.02.2026]

10. Srour, B., Fezeu, L., Kesse-Guyot, E., et al. (2019). Ultra-processed food intake and risk of cardiovascular disease: prospective cohort study (NutriNet-Santé). BMJ, 365, l1451. https://doi.org/10.1136/bmj.l1451

11. World Health Organization. (2020). Healthy diet: Key facts. WHO. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/healthy-diet [16.02.2026]

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-02-19

როგორ უნდა ციტირება

ძირკველიშვილი ნ., & უთნელიშვილი თ. (2026). სურსათის ფასები და კვებითი ხარისხი საქართველოში: სოციალურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფაქტორები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 10(1). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/10982

მსგავსი სტატიები

<< < 4 5 6 7 8 9 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.