ნეოლიბერალიზმი და მენტალური ჯანმრთელობა: კრიტიკული თეორიული ანალიზი
საკვანძო სიტყვები:
სოციალური ტანჯვა, ფარმაცევტული ინდუსტრია, ბიომედიკალიზაცია, მენტალური ჯანმრთელობა, სტრუქტურული უთანასწორობა, ნეოლიბერალიზმიანოტაცია
ნაშრომი მიმოიხილავს ნეოლიბერალიზმის, როგორც ეკონომიკური მოდელისა და სოციალურ-პოლიტიკური მმართველობის სტილის გავლენას მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც ძირითადად ინდივიდუალიზაციის კულტურას, ბაზრის ლოგიკის დომინაციასა და სახელმწიფო პასუხისმგებლობის შემცირების მექანიზმებს ეფუძნება. აღნიშნული სოციალური რეალობა, ერთი მხრივ, ზრდის მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ ზღუდავს შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობას. მენტალური ჯანმრთელობის სფეროში გავრცელებული ხდება მომსახურებების გასაქონლება, თერაპიისა და დიაგნოსტიკის კომერციალიზება და მკურნალობის ისეთი მოდელების გაძლიერება, რომლებიც ფარმაცევტულ ინდუსტრიებზეა ორიენტირებული. ნაშრომი ეფუძნება კრიტიკული თეორეტიკოსების, მათ შორის მარკ ფიშერისა და ნიკ როუზის, ანალიზს და აერთიანებს კვლევებს, რომლებიც აჩვენებენ ნეოლიბერალური პოლიტიკების კავშირს მენტალური ჯანმრთელობის ინდივიდუალიზებასთან, ბიომედიკალიზებასა და აპოლიტიკურ დისკურსად გარდაქმნასთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნეოლიბერალური ლოგიკის შემოსვლას პოსტსოციალისტურ სივრცეში, რაც ამწვავებს სოციალური უთანასწორობიდან გამომდინარე ფსიქიკურ ტანჯვას. ნაშრომი ასკვნის, რომ თანამედროვე კაპიტალიზმის პირობებში მენტალური ჯანმრთელობის განხილვა საჭიროებს სოციალურ და პოლიტიკურ ჩარჩოს და არა მხოლოდ ინდივიდუალურ ან კლინიკურ მიდგომებს. მენტალური კეთილდღეობის გაუმჯობესება საჭიროებს სისტემურ ცვლილებებს, რომლებიც აღიარებენ ფსიქიკური ტანჯვის სტრუქტურულ მიზეზებს და სცილდებიან ინდივიდუალურ ინტერვენციებზე დაფუძნებულ პრაქტიკებს.
წყაროები
Becker, J.C., Hartwich, L., Haslam, S.A. (2021). Neoliberalism Can Reduce Well-Being by Promoting a Sense of Social Disconnection, Competition, and Loneliness. British Journal of Social Psychology 60 (3): 947–965.
Bourne, J. (2011). From Bad Character to BPD: The Medicalization of ‘Personality Disorder’.” In De-medicalizing Misery: Psychiatry, Psychology and the Human Condition, edited by Mark Rapley, Joanna Moncrieff, and Jacqui Dillon, 66–85. London: Palgrave Macmillan.
Case, A., Deaton, A. (2020). Deaths of Despair and the Future of Capitalism. Princeton, NJ: Princeton University Press.
Esposito, L., Perez, F.M. (2014). Neoliberalism and the Commodification of Mental Health. Humanity & Society 38 (4): 414–442.
Fisher, M. (2009). Capitalist Realism: Is There No Alternative? Winchester, UK: Zero Books.
Gershon, I. (2011). Neoliberal Agency. Current Anthropology 52 (4): 537–555.
Kirsch, I. (2009). Antidepressants and the Placebo Response. Epidemiology and Psychiatric Sciences 18 (4): 318–322.
Martin, E. (2000). Mind–Body Problems. American Ethnologist 27 (3): 569–590.
Moncrieff, J. (2006). Psychiatric Drug Promotion and the Politics of Neoliberalism. The British Journal of Psychiatry 188 (4): 301–302.
Parsons, A.E. (2018). From Asylum to Prison: Deinstitutionalization and the Rise of Mass Incarceration in America. New York: Routledge.
Raikhel, E., Dörte B. (2016). Postsocialism, the Psy-ences and Mental Health. Transcultural Psychiatry 53 (2): 151–175.
Raven, M., Parry. P. (2012). Psychotropic Marketing Practices and Problems: Implications for DSM-5. The Journal of Nervous and Mental Disease 200 (6): 512–516.
Rose, N. (1989). Governing the Soul: The Shaping of the Private Self. London: Routledge.
Szulęcka, B. (2024). The ‘Diagnostic Gap’ and ‘Economic Burden’ of Depression: Global Mental Health in Neoliberal Poland (2010s–2020s). Social Science & Medicine 344: 116649.
Thomas, C. (2013). “Some Perspectives on Improving Access to Psychological Therapies (IAPT).” Counselling Directory 17.
Williams, S.J., Gabe, J., Davis, P. (2011). The Sociology of Pharmaceuticals: Progress and Prospects. Sociology of Health & Illness 33 (5): 719–733.