ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის პრობლემები საქართველოში

ავტორები

  • თენგიზ ვერულავა მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-8110-5485
  • თინათინ ორმოცაძე ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ფსიქიატრიული მომსახურება, ფსიქიკური ჯანმრთელობა

ანოტაცია

შესავალი: საქართველოში მოქმედებს „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა“. წლიდან წლამდე იზრდება პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა, თუმცა, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შესამჩნევ ცვლილებას არ განიცდის. კვლევის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას არსებული პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ იქნა საქართველოში დღეის მდგომარეობით არსებული 10 სტაციონარული და 7 ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულებების მენეჯერები. შედეგები, დისკუსია: სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების სახელმწიფო დაფინანსება არასაკმარისია. დაბალია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა არადამაკმაყოფილებელია. პრობლემებია სერვისის ამბულატორიულად მიწოდების მხრივ, რადგან ამბულატორიული სამსახური (ასევე თემზე დაფუძნებული სერვისები) არ არის განვითარებული შესაბამის დონეზე. დასკვნა, რეკომენდაციები: დაფინანსების სისტემა და სერვისების მიწოდება საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწას, რათა გახდეს რეალურ საჭიროებებზე მორგებული. საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების გაზრდა და დაფინანსების ეფექტური მექანიზმების შემუშავება, დარგის უზრუნველყოფა მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით და მათი სათანადო დონეზე ანაზღაურება, თავშესაფრების და სხვა სახის სერვისების განვითარების ხელშეწყობა.

წყაროები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №762 “ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015- 2020 წლის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ. 2014 წლის 31 დეკემბერი. ქ. თბილისი.

არაგადამდებ დაავადებათა ტვირთი გლობალურ და ეროვნულ დონეზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ვერულავა თ. (2016). ჯანდაცვის პოლიტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ვერულავა, თ., სიბაშვილი, ნ. 2015. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის ფინანსური უზრუნველყოფა საქართველოში. ეკონომიკა და ბიზნესი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. VIII (3): 75-87.

ჯანმრთელობის დაცვა, 2015. სტატისტიკური ცნობარი 2016. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. თბილისი.

მახაშვილი ნ. (2012). ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა საქართველოში. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში. თბილისი.

პოლიტიკის ნარკვევი ივნისი, 2014 ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში: ხარვეზები და შესაძლო გადაჭრის გზები ფინანსური ბარიერების კვლევის შედეგები. საერთაშორისო ფონდი კურაციო.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №308 2015 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი 2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ.

Verulava, T., Sibashvili, N. (2015). Accessibility to Psychiatric Services in Georgia. Journal of Psychiatry: Open Access, 18 (3): 1-5.

Verulava, T., Maglakelidze, T. (2017). Health Financing Policy in the South Caucasus: Georgia, Armenia, Azerbaijan. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 11 (2): 143-150.

Verulava, T., Jorbenadze, R., Barkalaia, T. (2017). Introduction of universal health program in Georgia: Problems and Perspectives. Georgian Medical News, 262 (1): 116-120.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი. სტატისტიკური ინფორმაცია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. თბილისი, 2017.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2018-10-03

როგორ უნდა ციტირება

ვერულავა თ., & ორმოცაძე თ. (2018). ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის პრობლემები საქართველოში . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6801

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >>