სურსათის ეტიკეტირება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები
საკვანძო სიტყვები:
მომხმარებელთა ინფორმირებულობა, სურსათის ეტიკეტირება, სასურსათო ბაზარიანოტაცია
შესავალი: საქართველოს კანონმდებლობა სურსათის ეტიკეტირების კუთხით საკმაოდ მოწესრიგებულია და ფორმალურ დონეზე მთლიანად იზიარებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედ ყველა რეგულაციასა და ფუნდამენტურ პრინციპს, თუმცა, ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური მექანიზმები და ინსტიტუტები, რომლებიც სათანადო რეაგირებას მოახდენენ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევაზე, ასევე პასუხისმგებლობას აიღებენ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაზე, ქვეყანაში სურსათის შეძენისა და მოხმარების კულტურის ამაღლებაზე. ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს ის პრობლემები, რომლებიც ქართულ სასურსათო ბაზარზე არსებობს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნდამენტური ნორმების შესრულების კუთხით. მეთოდოლოგია: ნაშრომი მოიცავს თვისებრივ კვლევას, კერძოდ დაკვირვების მეთოდს, რომელიც გამოყენებულ იქნა თბილისში სასურსათო პროდუქციის რეალიზაციის 4 ყველაზე მსხვილ ლოკაციაზე. დაკვირვების ობიექტად შერჩეულ იქნა სურსათის 4 კატეგორია. სურსათის სარეალიზაციო ლოკაციები შეირჩა მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტის მოცვით, ხოლო სურსათის კატეგორიების გამოყოფა მოხდა სასურსათო ბაზარზე სხვადასხვა პროდუქტის მოხმარების სტატისტიკაზე დაყრდნობით. დაკვირვებების პროცესში განხორციელდა მომხმარებლების ქცევის ანალიზიც. შედეგები: სურსათის ეტიკეტირების ნორმების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა საკმაოდ რთულია. სურსათის სარეალიზაციო არცერთ ობიეტტში არ არის დაცული ძირითადი ნორმები, საკვებ პროდუქტებზე დატანილი ინფორმაცია მომხმარებელს ბუნდოვან წარმოდგენას უქმნის მისი შემადგენლობისისა და ვარგისიანობის შესახებ, დაბალია მომხმარებელთა ინფორმირებულობაც, პროდუქტის შეძენის მსურველ პირებს შორის იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ინტერესდებიან ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციით. მომხმარებელთა და საკვების სარეალიზაციო ობიექტში დასაქმებულ პირთა მიერ ძირითად შემთხვევებში აქცენტირებულია პროდუქციის ღირებულება და არა ინფორმაცია მისი მახასიათებლების შესახებ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .