სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ავტორები

  • თამარ წიგნაძე ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი, გრძელვადიანი ინვესტიციები, განვითარებადი რეგიონები, სიცოცხლის დაზღვევა

ანოტაცია

სადაზღვევო კომპანიების მიერ აკუმულირებული გრძელვადიანი დანაზოგები უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცალკეული სქემების მოსარგებლეთა ფინანსურ სტაბილურობას, არამედ უდიდესი წილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების მიერ მობილიზებული თანხები წარმოადგენს როგორც კერძო, ასევე სახელწიფო სექტორში განხორცილებული გრძელვადიანი ინვესტიციების ძირითად წყაროს. ქვეყნის ეკონომიკისათვის მისი ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კვლევის მიზანია საქართველოს სიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე არსებული მდგომარეობის ანალიზი მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევის ფარგლებში მოხდა განვითარებადი რეგიონებისა და მეორეს მხრივ, ევროპული სიცოცხლის დაზღვევის ბაზრისთვის დამახასიათებელი ტენდენციების შესწავლა. რის ფონზეც, განხორციელდა ქართული სიცოცხლის დაზღვევის სექტორის სტატისტიკური და ფინანსური მონაცემების მრავალმხრივი ანალიზი და გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: არასტაბილური ეკონომიკური გარემოს, განუვითარებელი კაპიტალის ბაზრის, სავალდებულო დაზღვევების არარსებობისა და მოსახლეობის უნდობლობის სახით მზღვეველების მიმართ. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შემუშავდა  ისეთი ძირითადი რეკომენდაციები, როგორიცაა: ინფლაციის დაბალი დონის მიღწევისა და შენარჩუნებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორცილება; სავალდებულო დაზღვევების უმოკლეს ვადაში შემოღების აუცილებლობა და ადგილობრივ ბაზარზე უცხოური მზღვეველების შემოსვლის წახალისება; საგადასახადო შეღავათების დაწესება სიცოცხლის დაზღვევის სქემებიდან მიღებულ შემოსავლებზე; მუშაობა საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისა და ნდობის მოპოვებისათვის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ და სადაზღვევო შუამავლების პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა. ყველაფერი ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსალოდნელია სიცოცხლის დაზღვევის სექტორის მნიშვნელოვანი პროგრესი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-02

როგორ უნდა ციტირება

წიგნაძე თ. (2019). სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2, 1–22. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6503

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა