სტუდენტების აკადემიური სტრესი

ავტორები

  • თენგიზ ვერულავა კავკასიის უნივერსიტეტი
  • ქეთი დიასამიძე კავკასიის უნივერსიტეტი
  • თამთა სიჭინავა კავკასიის უნივერსიტეტი
  • მარიამ კავკასიის უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

აკადემიური სტრესი, დასაქმებული სტუდენტების აკადემიური სტრესი, სასწავლო უნარ-ჩვევები, აკადემიური სტრესის დაძლევის მეთოდები

ანოტაცია

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტი არის მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ეტაპი სტუდენტების ცხოვრებაში. მათზე ზემოქმედებენ აკადემიურ წარმატებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტრესორები. სტუდენტები, რომლებიც განიცდიან აკადემიურ სტრესს აღენიშნებათ დაბალი სასწავლო უნარები, არაეფექტური დროის მენეჯმენტი, სწავლა გამოცდებისათვის, რომლებმაც შეიძლება განაპირობოს დაბალი აკადემიური მოსწრება. კვლევის მიზანია აკადემიური სტრესის ეფექტის შესწავლა სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები. შედეგები და დისკუსია. კვლევამ გამოავლინა, რომ აკადემიური სტრესი პირდაპირ კორელაციაში სტუდენტების აკადემიურ მოსწრებასთან და უარყოფითად მოქმედებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მაღალი აკადემიური სტრესის მაჩვენებლი შეიმჩნევა დასაქმებულ სტუდენტებში. რეკომენდაცია: აკადემიურ სტრესთან ეფექტურად გასამკლავებლად საჭიროა სტუდენტებმა შეიმუშაონ სტრესის დაძლევის სტრატეგიები.

ავტორის ბიოგრაფიები

თენგიზ ვერულავა, კავკასიის უნივერსიტეტი

მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

ქეთი დიასამიძე, კავკასიის უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

თამთა სიჭინავა, კავკასიის უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

მარიამ, კავკასიის უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-16

როგორ უნდა ციტირება

ვერულავა თ. ., დიასამიძე ქ., სიჭინავა თ. ., & მარიამ. (2020). სტუდენტების აკადემიური სტრესი. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4, 75–94. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6086

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა