მასწავლებელთა დამოკიდებულება აშკარა და ფარული ბულინგის მიმართ, ჩარევის ეფექტურობა

ავტორები

  • ანა გუგეშაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

კონფლიქტი, სკოლის მოსწავლეები, ბულინგი

ანოტაცია

შესავალი: ბულინგის პრობლემა ძალიან აქტუალურია როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბება სკოლის ასაკიდან იწყება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის სწორი მიმართულებების ჩვენება, ინფორმაციის მიწოდება ბულინგთან დაკავშირებით, რისთვისაც აუცილებელია მასწავლებლის ჩარევა. კვლევის მიზანია მასწავლებელთა დამოკიდებულების აშკარა და ფარული ბულინგის მიმართ და ჩარევის ეფექტურობის შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის მეთოდის ფარჰგლებში ჩატარდა დაწყებითი საფეხურის, ასევე დამამთავრებელი კლასის პედაგოგების სიღრმისეული ინტერვიუ. შედეგები, დასკვნა: კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის აგრესიას ხელს უწყობს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის არამდგრადობა და დარღვევა, რომლის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება ოჯახური კონფლიქტები იყოს. მასწავლებლები მაქსიმალურად ჩართულნი და ცდილობენ მოახდინონ ბულინგის პრევენცია და აღმოფხვა. მნიშვნელოვანია კლასში კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ურთიერთპატივისცემა და გუნდურობა, რომლის მიღწევა მასწავლებელს შეუძლია ბევრი მუშაობის შემდეგ. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მეგობრობას და ერთიანობას ძალიან დიდი ძალა აქვს. კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზა არის მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან ბევრი საუბარი ბულინგის შესახებ, მათი პრობლემების მოსმენა და დახმარება, მოსწავლეების ერთმანეთს უფრო მეტად დაახლოების და მათ შორის მეგობრული კავშირების დამყარება. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ რომ კონფლიქტის მოგვარების სხვა ალტერნატიული მშვიდობიანი გზებიც არსებობს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-13

როგორ უნდა ციტირება

გუგეშაშვილი ა. (2023). მასწავლებელთა დამოკიდებულება აშკარა და ფარული ბულინგის მიმართ, ჩარევის ეფექტურობა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 7(1). Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6512