სამედიცინო ჯენერიკი მედიკამენტები ევროპულ, ამერიკულ და ქართულ ბაზრებზე

ავტორები

  • თეონა ჩიტაძე ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გიორგი კორკოტაშვილი ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თამთა გუბელაძე ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

კონკურენცია, ფასნამატი, ფარმაცევტული ბაზარი, ბრენდი მედიკამენტი, ჯენერიკ მედიკამენტი, მედიკამენტი

ანოტაცია

შესავალი: მსოფლიოში ჯენერიკი მედიკამენტების ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე მათი ბრენდი ანალოგების ფასი. საქართველოში ჯენერიკები ხშირად ბრენდ მედიკამენტებზე გაცილებით ძვირარღირებულია. ამავდროულად, როგორც ბრენდულ, ასევე ჯენერიული დასახელების მედიკამენტებზე საშუალო ფასნამატი ყველაზე მაღალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. მეთოდოლოგია: გამოყენებულ იქნა როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდი. გამოიკითხა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, პირველადი რგოლის ექიმები და ფარმაცევტული სფეროს მუშაკები წინასწარ შედგენილი კითხვარების მეშვეობით. შედეგები: გამოიკვეთა ფარმაცევტული ბაზრის თავისებურებები საქართველოში, ჯენერიკი მედიკამენტების უჩვეულო ფასის რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი, ექიმების და ფარმაცევტების ფარული დაინტერესებები ჯენერიკი კომპანიების მხრიდან, გარკვეული ტიპის გარიგებები ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მედიკამენტების ფასწარმოქმნაზე. გამოიკვეთა ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლიური ხასიათი. დისკუსია, რეკომენდაციები: მიზანშეწონილია მედიკამენტებზე ფასნამატის ზღვარის დაწესება, კონკურენციის სააგენტოს მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლა, ელექტრონული რეცეპტის სისტემის ამუშავება, სხვა იაფფასიანი ჯენერიკების ბაზარზე შემოსვლის გამარტივება მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მკაცრი სისტემის ამოქმედებასთან კორელაციაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-02

როგორ უნდა ციტირება

ჩიტაძე თ., კორკოტაშვილი გ., & გუბელაძე თ. (2019). სამედიცინო ჯენერიკი მედიკამენტები ევროპულ, ამერიკულ და ქართულ ბაზრებზე . ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2. Retrieved from https://heconomic.cu.edu.ge/index.php/healthecosoc/article/view/6508

გამოცემა

სექცია

ორიგინალური კვლევა